2 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში საავადმყოფოს ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა

ბათუმში, კლინიკა "მედინას" მე-5 სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ქალს მშობიარობის შემდგომი გართულებები ჰქონდა. კლინიკაში სამკურნალოდ სწორედ ამის გამო იყო მოთავსებული. 

როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილე ლადო ურუშაძემ განუცხადა, მშობიარობის შემდგომი გართულებებით პაციენტი "მედინას" რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. 
მისივე განმარტებით, მკურნალობიდან 5 დღის თავზე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის შემდეგაც ის პალატაში გადაიყვანეს. 
"ქალმა დედათა და ბავშვთა ცენტრში იმშობიარა. იქედან გაწერილი იქნა სახლში, თუმცა სისხლდენის გამო ბათუმის სამშობიარო სახლში გადაიყვანეს. ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მაგრამ იყო ჰემორაგიული შოკი, მძიმე მდგომარეობა. გადმოიყვანეს ჩვენთან, 5 დღის განმავლობაში იყო უმძიმესი მდგომარეობა და ვმკურნალობდით რეანიმაციულ განყოფილებაში. შემდეგ მდგომაროება დასტაბილურდა, რის შესაბამისადაც მოხდა მისი პალატაში მოთავსება", - განაცხადა ექიმმა.

ურუშაძის ინფორმაციით, პაციენტს 2012 წელს შიზოფრენია დაუდგინდა, რის გამოც ფსიქონევროლოგიურ ცენტრში მკურნალობდა. 
ახალგაზრდა ქალმა 30 იანვარს იმშობიარა. ის 30 წლის იყო. მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები