0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა სწავლისთვის, გამოცდილების მისაღებად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ზოგიერთს ახალ საქმიანობას, თანამდებობას შესთავაზებენ. 

კურო
სურვილებისა და ოცნებების რეალიზების საშუალება მოგეცემათ. მეტად გამოავლინეთ ინდივიდუალურობა, ლიდერის თვისებები. დღეს კოლეგები დაგაფასებენ, როგორც საუკეთესო მუშაკს.

ტყუპი
ახალი საქმიანობა გამოგიჩნდებათ, რომელიც მატერიალური კეთილდღეობისა და წარმატებას გარდა, სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. 

კირჩხიბი
მშვიდი დღე გელით, ზოგიერთი საკითხი თქვენი ჩარევის გარეშეც მოგვარდება. ზოგიერთს დაწინაურება ან ხელფასის მომატება ელის. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი ბიზნესიდეები. 

ლომი
დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები; კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. შეყვარებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანებთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. 

ქალწული
წარმატებული დღე გელით. საქმეები ისე მოგვარდება, როგორც თქვენ გადაწყვეტთ. ადვილად გაართმევთ თავს დაგროვილ პრობლემებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. 

სასწორი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. სამსახურში დაგეგმილზე მეტ სამუშაოს შეასრულებთ. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. მარტოხელებს - სასიამოვნო ნაცნობობა. 

მორიელი 
იდეების განხორციელების დღეა, განიხილეთ ისინი თანამოაზრეებთან ერთად. შეიძლება პირადი საქმეც წამოიწყოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

მშვილდოსანი
კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ზოგიერთი სასიამოვნო ამბავს მიიღებს. 

თხის რქა
სამსახურის საქმეების გამო უარი არ თქვათ პირად ცხოვრებაზე. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ. კარგი დღეა სასურველი ნივთების შესაძენად.

მერწყული
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეებისა და კრეატიული პროექტების განსახორციელებლად. აგრეთვე - მოგზაურობისთვის. ზოგიერთს საინტერესო ადამიანების გაცნობა ელის. 

თევზები
ავტორიტეტს აიმაღლებთ როგორც სამსახურში, ასევე ახლობლების თვალში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები