ვერძი - წარმატებული იქნება თქვენთვის დღის პირველი ნახევარი, ამიტომ საკამათო საკითხები უკეთესია გადაწყვიტოთ სადილამდე. კურო - შესაძლებელია დღეს რადიოში მოსმენილი სიმღერა თქვენი საყვარელი გახდეს რაღაც დროით. ტყუპები - სამსახურში დღეს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, თან იქონიეთ წამლები და თბილი მოსასხამი. ლომი - დღეს სახალხოდ შეგაქებენ სამსახურში, დიდი ხანია გინდოდათ თავის გამოჩენა ერთი პიროვნების წინაშე, დღეს გეძლევათ ამის შანსი. მშვილდოსანი - დღეს უმჯობესია გადახედოთ საკუთარ შეხედულებებს და პრინციპებს, შესაძლებელია ისინი განახლებას საჭიროებენ.
ქალწული - დროა საკუთარ მომავალზე დაფიქრდეთ. მალე ბევრი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, თქვენ კიდე ჯერ არც კი იცით რაში დახარჯოთ ის, სწავლა გაააგრძელოთ, სამსახური ეძებოთ თუ დაისვენოთ.
სასწორი - თუ დღეს სუპერმარკეტში შეხვალთ აუცილებლად იყიდეთ ის რისი გასინჯვაც დიდი ხანია გინდოდათ და ვერ ბედავდით. კირჩხიბი - დღეს ცოტა მოდუნდით და დაისვენეთ, თორე არ გეყოფათ დრო მნიშვნელოვანი პროექტის დასამთავრებლად.
მორიელი - თავს დაგადყდებათ ბევრი ახალი მოვალეობა. ბევრი თქვენი თანამშრომელი შვებულებაში მიდის, რის გამოც თქვენ ბევრი საქმის ერთად გაკეთება მოგიწევთ. თხის რქა - შეეცადეთ მეტი სიახლე შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. მიეცით თავს გართობის უფლება, ელოდეთ სასიამოვნო ინფორმაციასა და საჩუქარს.
მერწყული - დღეს იქნებით ძალიან პირდაპირი. ნებისყოფას ნებისმიერი წვრილმანის გამო დაკარგავთ. გაგაღიზიანებთ როგორც შინაურების აგრეთვე უცხო ადამიანების საქციელი. თევზები - დღეს სამომავლო საქმეები თამამად დაგეგმეთ. მეგობრების დახმარებით ბევრ რამეს შეძლებთ, მაგრამ ოჯახური საჭიროებისათვის ხარჯებიც არ დაახანებს.
|
კომენტარები