მსოფლიო
რომელ დღეებში იქნება თევზით ხსნილი საახალწლო დღეებში?
2015-12-28 15:55:30
27 დეკემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მრევლს კურთხევა მისცა, 31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით გაახსნილონ.
როგორც უწმიდესმა ქადაგებისას აღნიშნა, მრევლის ნაწილს სურვილი აქვს ზოგიერთ ტაძარში საშობაო წირვა დილით ჩატარდეს.
“მოახლოვდა შობა. ზოგიერთი ტაძრიდან გვატყობინებენ, რომ ხალხი ითხოვს დილას ჩაატარონ ლოცვა. ეს შეიძლება. დასაშვებია. ღამით ატარებენ და დილასაც. ასე რომ, თუ ხალხის მოთხოვნაა, უნდა შევუსრულოთ ეს თხოვნა,” – დასძინა ილია მეორემ.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა ღამე ჩატარდება. 21.00 საათზე დაიწყება საღამოს ლოცვა, შემდეგ 23.00 საათზე შობის შეხვედრა და ღამის 12 საათის შემდეგ – საშობაო ლიტურგია.
კომენტარები