0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ვინ არის ადვოკატი,რომელიც მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის უფლებებს იცავს?

   5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალს კვლავ არ აღიარებს. როგორც ე.წ. მოდულის შენობასთან პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ განაცხადა, ბრალდებული აცხადებს, რომ მან გარდაცვლილი მეუღლე და შვილი მას შემდეგ ნახა, რაც ოჯახის წევრებს დააგვიანდათ და მათ საძებნელად გავიდა. 

  ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე კი გარდაცვლილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მეუღლეა. მათ საერთო შვილი 20 წლის სანდრო ჰყავთ.    შეგახსენებთ,  ცნობილი ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობა მოხდა 2001 წლის 26 ივლისს ღამის საათებში სანაიასვე ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში, როდესაც მისი ცოლ-შვილი ბაკურიანში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი სანაიამ იმ საღამოს გაცნობილი მამაკაცი გრიგოლ ხურცილავა თავის ბინაში მიიყვანა, ხოლო შელაპარაკების ნიადაგზე სტუმარმა მასპინძელი მოკლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები