0 1 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალბატონის ადვოკატი პირველ განცხადებას აკეთებს

5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალს კვლავ არ აღიარებს. როგორც ე.წ. მოდულის შენობასთან პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ განაცხადა, ბრალდებული აცხადებს, რომ მან გარდაცვლილი მეუღლე და შვილი მას შემდეგ ნახა, რაც ოჯახის წევრებს დააგვიანდათ და მათ საძებნელად გავიდა. 

„ამბობს, რომ არ ჩამიდენია არანაირი დანაშაულიო, არ იცის რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე, თვითონაც გაუგებრობაშია. ეგონა, რომ მეუღლე ნასვამი იყო, ალბათ წაიქცა სადარბაზოში და ბავშვიც, ალბათ, დაუვარდა, ცდილობდა მათ დახმარებას და საავადმყოფოში გადაყვანას, თან ყვიროდა, შველას ითხოვდა და გამოვიდნენ მეზობლები,“ - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე.

მაგდა პაპიძისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა ე.წ მოდულის შენობაში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები