მსოფლიო
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-12-07 23:51:01
ვერძი
საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღეა. ზოგიერთს მოგზაურობა, მეგობრების დახვედრა-გაცილება ელის. სამსახურთან დაკავშირებით საინტერესო და პერსპექტიულ შემოთავაზებებს მიიღებთ. უარის თქმას ნუ იჩქარებთ.
კურო
თქვენს ცხოვრებაში მომხდარი სიახლე ყველაფერს უკეთესობისკენ შეცლის. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
ტყუპი
ნებისმიერ ადამიანთან მოახერხებთ საერთო ენის გამონახვას. გაგიუმჯობესდებათ პირადი და სამსახურებრივი კონტაქტები. მეტად გამოავლინეთ ლიდერის და ორგანიზატორის თვისებები. ყურადღებით განიხილეთ მიღებული ინფორმაცია.
კირჩხიბი
სირთულეებს ნუ შეუშინდებით, გამარჯვება თქვენ მხარესაა. საშუალება მოგეცემათ გაისტუმროთ ვალები, გადაიხადოთ გადასახადები. ცვლილებები თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება.
ლომი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან და საყვარელ ადამიანთან. პარტნიორებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები. დღეს საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.
ქალწული
სასიამოვნო სიახლეებით დატვირთული დღე გელით. საინტერესო და არაორდინარულ ადამიანს გაიცნობთ. ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს ოჯახში.
სასწორი
დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით. ყველას დასჭირდება თქვენი დახმარება, რჩევა. გარშემო მყოფების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ.
მორიელი
ყურადღება გმართებთ მცირე დეტალებისადმი. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
მშვილდოსანი
აკონტროლეთ სიტუაცია, მაგრამ ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. მეტად გამოავლინეთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
თხის რქა
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დღეს გაცნობილი ადამიანები მომავალში დიდ როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში.
მერწყული
მშვიდი, პასიური დღე გელით. შეძლებისდაგვარად სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები და დღეს დაისვენეთ, დრო სასიამოვნო გასართობს დაუთმეთ.
თევზები
იდეებისა და ჩანაფიქრების განხორციელებაში ახლობლები და მეგობრები დაგეხმარებიან. მარტოხელებს ერთი ნახვით შეყვარება, შეყვარებულებს, გრძნობების განახლება ელით.
კომენტარები