0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქარხნები, სადაც მოზარდები 24 საათის განმავლობაში საარსებო მინიმუმისთვის იბრძვიან

ეს ფოტომასალა, გვიჩვენებს შოკისმომგვრელ რეალობას, ბანგლადეშის ერთ-ერთი ქარხნიდან, სადაც ათასობით ბავშვი, იძულებულია იმუშაოს ხანგრძლივი და დაუსრულებელი საათების განმავლობაში. 

აქ მოზარდები, ჯინსის შარვლებს და სხვა ტანისამოსს კერავენ. ფოტოებიდანაც კი მიხვდებით, რომ მათი ცხოვრება გაუსაძლისია. სამკერვალოს თანამშრომელი მოზარდები, კვირაში 6 დღე, დილიდან გვიან ღამემდე მუშაობენ  იმისთვის,რომ საარსებო მინიმუმი დააგროვონ. მათთვის საწოლები იქვე, ქარხანაში ქირავდება. გარეთ დასაბანადაც არ გადიან.  ჭამისთვის,დაბანისთვის და ძილისთვის კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათი რჩებათ. ტანსაცმლით ძირითადად ინდოეთის ბაზარი მარაგდება, თუმცა როგორც ირკვევა პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზეც გადის.
 
ამ დროისთვის, ბანგლადეშში დაახლოებით 7,000 არაფორმალური ქარხანა მუშაობს, რომელებშიც არ კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები. ქარხნებში არ არის  საავარიო გასასვლელები, ცეცხლსაქრობები, ან სხვა პირველადი დახმარების ხელსაწყოები. სწორედ ამიტომ, ქალაქ დაკაში 2013 წელს ქარხანა რანა პლაზა დაიწვა,შემთხვევას 1100 ადამიანი ემსხვერპლა.


ფოტოკოლაჟს ფოტოგრაფი, კლაუდიო მონტესანო კასილასი "dailymail"-ზე ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები