სოც. მედია
ბამაკოში ათამდე შეიარაღებულ პირს 170 მძევალი ჰყავს აყვანილი
2015-11-20 14:29:57
ტერორისტული თავდასხმა მალიში - ამ წუთებში ქვეყნის დედაქალაქში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო "რედისონში" ათამდე შეიარაღებულ პირს 170 მძევალი ჰყავს აყვანილი.
სააგენტო "ფრანს პრესის” ინფორმაციით, თავდამსხმელები რადიკალი ისლამისტები არიან. აშშ-ის საკუთრებაში არსებული სასტუმროთი ძირითადად უცხოელები სარგებლობენ.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები მეშვიდე სართულზე არიან გამაგრებული, შენობიდან კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაჭრილები.
კომენტარები