0 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პროკრედიტ ბანკის“ ყაჩაღობის საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული გიორგი ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე, „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარამდე ფული გაიტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები