ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ერთი კვირის წინ „რუსთავი 2-ზე” „ნიჭიერის” ახალი სეზონი დაიწყო, რომლის ჟიურის მეხუთე წევრი რუსკა მაყაშვილია. რუსკამ, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, პროექტს პოზიტივი, ხალისი და ენერგია შეჰმატა. მის პირად ცხოვრებაშიც სიახლეა – ცოტა ხნის წინ მორაგბე, სანდრო ნიჟარაძეზე დაინიშნა.
რუსკა მაყაშვილი: გიორგი ხაბურძანიამ დამირეკა და მითხრა: „ნიჭიერის” ჟიურის მეხუთე წევრი ემატება და, გვინდა, შენ იყოო. ბედნიერებისგან ერთი-ორი საათი ვიხტუნავე. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ძალიან საპასუხისმგებლოა, თან, მაგარი პროექტია, სახალხო და, რა თქმა უნდა, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი.
– შიდა სამზარეულოშიც გარკვეული ხარ.
– „რუსთავი 2-ის” პროდაქშენი ძალიან მაგარია, კარგი შიდა სამზარეულო აქვთ: გივლიან, ყურადღებას გაქცევენ, არაფერს გაკლებენ, საოცარი დისციპლინა აქვთ და, შესაბამისად, აქ მუშაობა ძალიან კარგი და სასიამოვნოა. კომფორტულია მათთან ერთად მუშაობა, ნამდვილი პროფესიონალები არიან პროდაქშენში. ბევრი საინტერესო რაღაც ხდება ამ პროექტში, ისეთი გაოგნებული რომ ხარ, პირი რომ გრჩება ღია და ვერ ამოისუნთქავ. უდიდესი სიამოვნებაა და ადრენალიანია „ნიჭიერის” ჟიურიში ჯდომა. თუმცა, რთულია იმ მხრივ, რომ დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ მე ვთამაშობ, ნამდვილი ემოციები მაქვს, ისევე, როგორც სხვებს: გამეცინება – გავიცინებ, ამეტირება – ვიტირებ, არ მომეწონება – არ მომეწონება და ასე შემდეგ. ეს ერთი პლუსია, რომ მთხოვენ იმას, რაც ვარ. ჩემთვის ყველაზე რთული მაინც უარის თქმა და ღილაკზე თითის დაჭერაა. ადამიანი, რომელიც მოდის და თავს ნიჭიერად მიიჩნევს, რთულია, „არა” უთხრა. მაგრამ, არც ის არის სწორი, როცა არ იმსახურებს „კის” და იმედი მისცე – ეს უკვე მოტყუებაა.
– შენთვის სიახლეები არ წარმოადგენს ხოლმე სირთულეს, არ ამბობ მათში მონაწილეობაზე უარს.
– ყველაფერი მაინც ერთ სფეროს უკავშირდება. ჩემთვის საინტერესოა ახალი შემოთავაზებები, საკუთარი ძალების გამოცდა. რატომაც არა, დიდი სიამოვნებით ვცდი, ოღონდ, მხოლოდ იმას, რაც ამ სფეროს ეხება, მე პოლიტიკაში არასდროს წავალ, არც ადვოკატი და მოსამართლე გავხდები.
– რა შემოთავაზებებზე ამბობ ძირითადად უარს?
– ხშირად ვამბობ უარს, არა იმიტომ, რომ კარიერას არ გამოადგება, არამედ, იმიტომ, რომ, ან არ მომწონს, ან ჩემს თავს ვერ ვხედავ მასში, ან, უბრალოდ, არ მინდა, ჩავეჭიდო ისეთ რამეს, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ.
– რაში გამოსცდიდი საკუთარ თავს?
– იმდენად ბევრი საქმე მაქვს, რომ ამაზე არ მიფიქრია. ისევ ჩემს სფეროში, ალბათ, სხვა სფეროს მიმართ ინტერესიც არ მაქვს, რადგან, არ ვიქნები კომპეტენტური. ადამიანი იმაში არ უნდა ჩაერიოს, რაც მისი საქმე არ არის.
– ადგილი, სადაც საქმისგან ისვენებ, განიტვირთები, ენერგიას იღდგენ?
– ჩემი საყვარელი სფერო მაინც კლუბური მუსიკაა, რომელიც, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც მოწინავე პოზიციებზეა. თბილისი ელექტრონული მუსიკის, ივენთების, მუსიკოსების საკითხში მაღალ საფეხურზეა; იხსნება და იხსნება ძალიან მაგარი კლუბები; გვასმენინებენ კარგ მუსიკას. მოკლედ, ეს ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი კარგი ადგილი და საშუალებაა.
– ხშირად ამბობენ, რომ გამოვიდა კლუბური ასაკიდან. შენ, მგონი, ამ ასაკიდან არც გამოსულხარ და არც აპირებ გამოსვლას.
– მე არ მიმაჩნია, რომ შესაძლებელია კარგი ელექტრონული მუსიკის ასაკიდან გამოსვლა. ალბათ, ადამიანს გააჩნია, არ ვიცი. მე ყოველთვის მეყვარება კარგი მუსიკა, კარგ კლუბში წასვლა. ზოგადად, ვცდილობ არ გავიზარდო, მიუხედავად იმისა, რომ პატარა აღარ ვარ, დიდიც კი ვარ. მაგრამ, ვცდილობ, ისეთი რამეებით გავერთო, რითაც პატარაობაში ვერთობოდი, ანუ, ჩემთვის ამ მხრივ არ არსებობს არანაირი საზღვარი, ყველა სიტუაციას შემიძლია მოვერგო. მაინც ხასიათზეა ყველაფერი დამოკიდებული: რაც უფრო დიდხანს იქნები პატარა და ახალგაზრდა, მით უფრო ნაკლებად გაგიჩნდება ნაოჭი, ბედნიერიც იქნები და პოზიტიურიც.
– შენი სტუდია ისევ საქმიანობს?
– ჯერჯერობით გაჩერებულია, რადგან ვეძებთ ახალ ფართსა და სპონსორებს. ეს სტუდია სანახევროდ არის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, ანუ, ბავშვების ნახევარი გადასახადებს არ იხდის, რომელიც მინიმალურზე მინიმალურია. ბევრი რამ არის საჭირო და შესაბამისად ბევრი რამ გვჭირდება, რისთვისაც სპონსორებს ვეძებთ.
– ზაფხულში შენ შესახებ ძალიან უსიამოვნო ჭორი გავრცელდა – თითქოს ავარიაში მოყევი და მძიმედ იყავი. ალბათ, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ადამიანი ნამდვილად ვერ გამოიმუშავებს იმუნიტეტს და გულგრილი ვერ დარჩება.
– რომ მომკლეს, თავიდან არ მქონდა რეაქცია, მაგრამ, იმდენად ჰგავდა ეს ინფორმაცია ნამდვილს, თან, კიდევ და კიდევ ემატებოდა ახალი ინფორმაციები: თითქოს მძღოლი გარდაიცვალა, მე კი მძიმედ ვარ და საავადმყოფოში გადამიყვანეს. ძალიან ბევრი მირეკავდა ტელეფონზე, ნერვიულობდნენ, პანიკა ატყდა. იმდენი ხალხი შეწუხდა, რომ მეც ძალიან შევწუხდი. არასასიამოვნოა, როდესაც საკუთარ თავზე იგებ, რომ მოკვდი და, თან, შენ გამო ამდენი ხალხი ნერვიულობს, წუხდება. ეს მართლაც ისეთი საკითხია, რომელზეც იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებ; მარაზმია, ბოდვაა.
– ცოტა ხნის წინ შენ და სანდრო ნიჟარაძე დაინიშნეთ. მინდა მოგილოცოთ.
– ეს თემა უკვე განავრცეს და არ მინდა ამაზე საუბარი. ყველამ იცის და არ ვაპირებ ამაზე კიდევ ერთხელ საუბარს.
– მაშინ, მითხარი, რაგბი თუ გიყვარს და როგორი გულშემატკივარი ხარ?
– რაგბი მიყვარს ძალიან და, არა იმიტომ, რომ ჩემი ქმარია მორაგბე. მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სპორტია, კარგი საყურებელი, დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც ვუყურებ. მორაგბეები არიან ძალიან მაგარი ტიპები, მამუკა გორგოძე ამ სფეროში ჩვენი განძია. წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი მორაგბეები ბრწყინავდნენ და ეს მთელმა მსოფლიომ აღიარა. რაგბი ჩემი საყვარელი სპორტია და, ხომ წარმოგიდგენია, როგორი გულშემატკივარი ვიქნები: წივილი, კივილი, ნერვიულობა. ჩვენები რომ თამაშობდნენ, ნერვიულობისგან კინაღამ გული წამივიდა. მაგრამ, იმხელა ემოციები გვაჩუქეს, დიდი მადლობა მათ.
– შენი ქმარი რომ თამაშობს, მაშინ, ალბათ, განსაკუთრებით ნერვიულობ.
– ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ, რას ვიზამ. მისკდება გული, მაგრამ, ასეთი კაცური და ვაჟკაცური სპორტია.
– რაგბმაც განაპირობა თქვენი დაახლოება?
– მაგის გამო არ მომხდარა ჩვენი დაკავშირება, მაგრამ მისი დიდი პლუსია, რომ მორაგბეა და, თან, სპორტსმენი.
– როგორ მიხვედით დაოჯახების გადაწყვეტილებამდე?
– სამი წელია, ერთად ვართ. როცა გიყვარს, არ არის ამ გადაწყვეტილების მიღება რთული და, როცა დრო დადგება, ეს პასუხისმგებლობებიც უნდა შეითავსო.
ნათია უტიაშვილი http://tbiliselebi.ge/
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები