სოც. მედია
პარიზის გარეუბანში ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა
2015-11-18 11:31:04
პარიზის სან-დენის გარეუბანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა აიფეთქა თავი. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი", პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
"ორი ტერორისტი მკვდარია, მათ შორის ქალი, რომელმაც ე.წ. "შაჰიდის ქამარი" აამოქმედა", - იუწყება სააგენტო.
თავის მხრივ, ფრანგული რადიოსადგური RTL იტყობინება, რომ მოკლულ ტერორისტთა შორის თვითმკვლელი ტერორისტი ქალია, რომელმაც თავის აფეთქება ვერ მოასწრო.
ამ წუთებში ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. "ბიბისი" ადგილიდან იტყობინება, რომ რაიონში, რომლის ყველა შესასვლელი გადაკეტილია, სულ მცირე 7 აფეთქება მოხდა. სააგენტო "როიტერი" წერს, რომ სამართალდამცველები კიდევ ორი ეჭვმიტანილის "ნეიტრალიზების" ოპერაციას ატარებენ. პირველადი ინფორმაციით, ტერორისტთა ჯგუფი სან-დენის რაიონის ერთ-ერთ ბინაში ჩაიკეტა.
მედია ასევე წერს, რომ სპეცოპერაციის დროს დაიჭრა სულ მცირე ერთი სამართალდამცველი. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების ძალები და 50-მდე სამხედრო.
კომენტარები