0 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საგანგებო ბრიფინგი "რუსთავი 2"-თან - მხარდამჭერები შენობასთან 24 საათიან მორიგეობას აწესებენ

საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, სხვადახვა პროფესიის ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, აწესებენ 24 საათიან მორიგეობას რუსთავი 2-ის შენობასთან. ეს განცხადება დღეს სამაუწყებლო კომპანისათან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მათი თქმით, მათ სურთ დაზღვეული იყოს თავისუფალი სიტყვის კერა ნებისმიერი თავდასხმისგან, პოლიტიკური თუ სხვა სახის ზემოქმედებისგან.

"ჩვენ დავდგებით ფარად, რათა ტელევიზიამ და ზოგადად ქვეყანამ შეძლოს თავისუფალი და დემოკრატიული განვითარება, რათა შევძლოთ, რომ არც ხელისუფლება ან რომელიმე პოლიტიკური ძალა  არ გავიდეს კონსტიტუციური ველიდან და არჩევნები, რომელიც ერთ წელიწადში საქართველოში უნდა გაიმართოს, ჩატარდეს ისეთ პირობებში, რომ არ აჩენდეს ქართველი ხალხის არჩევანში ეჭვს", - განმარტა ირაკლი საღინაძემ.

ინიციატივის ავტორები მსურველებს მოუწოდებენ რომ შეუერთდნენ მათ და ერთად დაიცვან სიტყვის თაბისუფლება 24 საათიან რეჟიმში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები