0 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს მუშაობას დასვენებაც უნდა შეუთავსოთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ სარისკო საქმიანობას და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გასაწყვეტილებებს. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. 

კურო
ენერგიული და მხიარული ხართ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კოლექტივთან ერთად სამუშაოდ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. 

ტყუპი
რთულ საქმეებს კომპეტენტური ადამანების დახმარების გარეშე ნუ განახორციელებთ. მეტად დაისვენეთ. იზრუნეთ ბინაში კომფორტისა და ჰარმონიის შექმნაზე. 

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ვალის აღება აღარ მოგიწევთ. დაქორწინებულებს დაგისტაბილურდებათ ოჯახური ცხოვრება. მარტოხელებმა იაქტიურეთ. საღამოს სიურპრიზი და სასიამოვნო ამბები გელით.

ლომი
სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა, აზრების გაცვლა და საჭირო ინფორმაციების მიღება გელით. ახალი საქმეები მხოლოდ ერთგულ და გამოცდილ ადამიანებთან ერთდ წამოიწყეთ. საღამო შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ. 

ქალწული
თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ მეტი დრო. კარგი დღეა ბინაში კომფორტის, სიმყუდროვის შესაქმნელად. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 

სასწორი
წარმატებული დღე ელით კომერსატებს. გაგეზრდებათ შემოსავალი. მოსალოდნელია ცვლილებები, რაც თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. 

მორიელი 
სამსახურის საქმეები თქვენი გამარჯვებით დასრულდება. დღეს სხვადასხვა სფეროში წარმატება გელით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. ზოგს რომანტიკული ნაცნობობა ელის. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ რთული საქმეების, ვალდებულებების შესრულებას. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, მძღოლებმა არ გადააჭარბოთ სიჩქარე.

თხის რქა
მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. ეცადეთ, საკუთარი გულისტკივილი მხოლოდ ერთგულ ადამიანს გაუზიაროთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. 

მერწყული
კარგი დღეა ახალი პროექტების განსახილველად და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე, ინტელექტუალური საქმიანობისთვის. ზოგიერთი სასიყვარულო ურთიერთობას აღადგენს ძველ პარტნიორთან. 

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს. კარგი დღეა ბანის გადასაკეთებლად, რემონტის დასაწყებად. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები