0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა გვარამია: "ჩვენი მთავარი მოთხოვნა მოსამართლის აცილებაა"

"აპრიორი არ ვენდობით მოსამართლე ურთმელიძის არც ერთ გადაწყვეტილებას,"- ეს განცხადება საქალაქო სასამრთლოში "რუსთავი 2" -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. გვარამია მოუწოდებს მოსამართლეს აიცილოს თავი საქმიდან და ტელეკომპანიის საქმე მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილოს.

"მთავარი მოთხოვნა მოსამართლის აცილებაა. იმიტომ, რომ საქმეს იხილავს მოასამართლე ურთმელიძე, რომელიც არ არის ჩვენთვის მოსამართლე, რომელიც არის მხარე წარმოადგენს არა ქიბარ ხალვაშს, თუმცა მის სასარგებლოდ აპირებს გადაწყვეტილების მიღებას, არამედ სახელმწიფოს, თუმცა ქიბარ ხალვაშიც არის სახელმწიფო.

მოსამართლის მიერ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული ამ მოსამართლის მიერ რუსთავი 2-სთვის აპირორი არის უსამართლო და უკანონო. შესაბამისად ყველა საერთაშორისო კონვენციის ტესტით თუ მხარე აპრიორი არ ენდობა მოსამართლის გადაწყვეტილებას მან ეს საქმე უნდა აიცილოს, ამიტომ მოვითხოვთ წავიდეს სახლში ამ საქმიდან სხვა საქმეებიდანაც უნდა წავიდეს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ეს საქმე სხვა მიუკერძოებელმა მოსამართლემ უნდა მიიღოს. წესით ეს საქმე სამი მოსამართლისგან შმდგარმა კოლეგიამ უნდა განიხილოს. სასწორზე დევს ქართული დემოკრატია მედიისა და სიტვისა და გამოხატვის თავისუფლება.

უახლოეს საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი და ის ერთმა მითუმეტეს მიკერძოებულმა მოსამართლემ არ უნდა გადაწყვიტოს ის,"- განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები