სოც. მედია
აქციაზე თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს
2015-10-16 14:20:13
რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ცნობით გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ აქციაზე თამარ ჩერგოლეიშვილი და ერთი სტუდენტი დააკავეს. აქციას ორგანიზაცია ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის მართავდნენ. ისინი ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე
გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქციაზე ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და პლაკატების გაკვრა აუკრძალა.
ორგანიზაციის ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის წარმომადგენლები გაზპრომთან მოლაპარაკებას აპროტესტებენ და თბილისის სხვადასხვა უბანში შესაბამისი პლაკატების გაკვრას გეგმავდნენ. მათი თქმით, გაზპრომთან ურთიერთობა სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვის.
კომენტარები