სოც. მედია
სასწრაფოდ: რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა ისმოდა სასტუმრო "რედისონთან"
2015-10-08 13:48:33
რამდენიმე წუთის წინ სასტუმრო "რედისონთან" სროლა იყო. თვითმხილველების თქმით, ათამდე გასროლის ხმა იყო, რის შემდეგაც შენიშნეს, რომ "რედისონის" მიმდიბარე ტერიტორიიდან 3-4 ახალგაზრდა გარბოდა.
ამ დროისთვის სასტუმროსთან სამართალდამცავების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ამასთან, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ამკრძალავი ლენტითაა გადაღობილი ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის - "რედისონის" სამორინეს ნაწილი. ქუჩაში აგდია ერთ-ერთ პირის ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიის მასრები.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევამ ტერიტორიაზე მყოფ პირთა შორის პანიკა გამოიწვია, რის გამოც ისინი ტერიტორიიდან გაიქცნენ.
ამ დროისთვის დაშვებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კომენტარები