0 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პაციენტებს აღარ მოუწევთ გაურკვევლად სიარული, რაც ბევრ დროსა და ენერგიას დაზოგავს

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმის შეფასებისას  „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო–კვლევითი ეროვნული ცენტრის“ ექიმმა–დერმატოლოგმა ნინო ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ რეფორმა ძალიან დადებითად წაადგებათ პაციენტებს, რამდენადაც ოჯახის ექიმის გამართული ინსტიტუტი იძლევა შესაძლებლობას დაიზოგოს ადამიანების დრო და ფინანსები.

 

„ოჯახის ექიმის ინტიტუტის წინ წამოწევა აუცილებელი და დროული ნაბიჯია. კვალიფიციური ოჯახის ექიმია სწორედ ის, ვინც აკვალიანებს პაციენტებს და თუკი თავად ვერ მართავს პათოლოგიას, ზუსტად უთითებს თუ რომელ ვიწრო სპეციალისტს უნდა მიმართოს პაციენტმა. ხალხს აღარ მოუწევს გაურკვევლად აქეთ–იქით სიარული, რაც ბევრ დროსა და ენერგიას დაზოგავს“, – მიაჩნია მედიკოსს.

 

მისი თქმით დაგეგმილი რეფორმის წარმატებით განხორცილებესთვის  პირველ რიგში აუცილებელი იქნება მისი სათანადოდ უზრუნველყოფა ფინანსური თვალსაზრისით. ლორთიფანიძე ასევე აუცილებელად მიიჩნევს ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემურ ზრუნვასაც. მისი თქმით, კვალიფიკაციის ამაღლება შესაძლოა მოხდეს უცხოელი სპეციალისტების დახმარებითაც, რომლებიც გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ მედიკოსებს.

 

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზე საუბრისას მედიკოსმა აღნიშნა, რომ ეს პროგრამა ერთ–ერთი საუკეთესოა, რაც კი ბოლო დროს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულა. ხალხს მიეცა შესაძლებლობა მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას. ეს მართლაც, რომ დიდი ფუფუნებაა საზოგადოებისთვის და ბევრი განვითარებული ქვეყანასაც კი თავს იკავებს მსგავსი პროექტების განხორციელებისგან. საქართველოში, სამწუხაროდ დიდია სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი, რაც ერთი–ორად ზრდის ამ პროგრამის  ეფექტიანობას“, – აცხადებს ნინო ლორთქიფანიძე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები