0 6 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას ამხელს დაბადების თვე და რომელ პერიოდში დაბადებული ადამიანია უფრო სანდო

ასტროლოგიურად, მზის, მთვარისა და პლანეტების დაკვირვების შედეგად, შესაძლებელია, სხვადასხვა დროს დაბადებული ადამიანის ხასიათის, ნიშან-თვისებების, შესაძლებლობებისა და სახასიათო შტრიხების გაგება. მაგალითად: 
იანვარში დაბადებული არ არის მომთხოვნი. მაღალი თანამდებობისა და გამოცდილი, პოპულარული ადამიანების გვერდით ის თავს მეტად წარმატებულად და თავდაჯერებულად გრძნობს. თუმცა, ადვილად ემორჩილება სხვათა გავლენას. 
თებერვალში დაბადებული ცხოვრებისეულ საკითხებში მეტად ბრძენია, გონებამახვილი და გაწონასწორებულია. არასდროს იბრძვის დიდებისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სხვების რჩევებს და თავადაც კარგი მრჩეველია.  
მარტში დაბადებული ცოცხალი გონებით გამოირჩევა. შეუძლია, ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა. იზიდავს ჰუმანიტარული საგნები. ადვილად სწყდება რეალობას და უყვარს ფანტაზია. ნებისმიერ სფეროში, მთლიანად ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს.  
აპრილში დაბადებული იმპულსური და მებრძოლია. ხშირად, ინტუიციურად გრძნობს გარშემო მტრების არსებობას. თუ მოინდომა და არ იზარმაცა, ცხოვრებაში წარმატებას ადვილად მიაღწევს. შრომის უნარის გამოვლენის შემთხვევაში, გამდიდრების კარგი შანსი აქვს.  
მაისში დაბადებული ვერ იტანს, როცა მასზე გავლენას ახდენენ და ძალადობრივი მეთოდებით რაიმეს კეთებას აიძულებენ. ცდილობს, ნაკლებად ეკონტაქტოს მასზე განათლებულ ადამიანებს და საკუთარ გარემოცვაში თავი დაცულად იგრძნოს. 
ივნისში დაბადებული ნიჭიერია, თუმცა ზარმაცი და არაორდინარული. ხშირად ეცვლება გემოვნება და მიილტვის სიმაღლეების დასაპყრობად. აქვს ქონებისა და სიმდიდრის დაგროვების უნარი. უყვარს ოჯახური ტრადიციები.  
ივლისში დაბადებული ყველას მიმართ კეთილგანწყობილია, ცდილობს, არავის აწყენინოს. შესაძლოა, რამდენიმეჯერ შექმნას ოჯახი. ერიდება ჩხუბს, კონფლიქტებს. მას სუსტი ჯანმრთელობა აქვს. ყოველთვის ცდილობს, ცხოვრებაში, თავისზე ძლიერი პარტნიორი მოძებნოს.
აგვისტოში დაბადებული მეტად დამოუკიდებელია. ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად აღწევს მატერიალურ კეთილდღეობას. შეუძლია, ბევრჯერ დაქორწინდეს. უყვარს ფულის ხარჯვა. ასევე, ამტანია და შეუძლია, განსაცდელს გაუძლოს. 
სექტემბერში დაბადებული ჭკვიანია. უყვარს კამათი. მისგან კარგი პოლიტიკოსი და მეცნიერი დგება. ცხოვრების მეორე ეტაპზე ბედნიერად გრძნობს თავს. მეგობრები და კოლეგები ხშირად უწვდიან დახმარების ხელს. ისიც ერთგულია მათ მიმართ. თუმცა, ხშირად, გაუაზრებელი სიტყვით, შეუძლია, მეორე ადამიანს გული ატკინოს. 
ოქტომბერში დაბადებული გამოირჩევა გემოვნებით. მას შეუძლია, ირგვლივ ყველაფერი გაალამაზოს და ჰარმონიაში იცხოვროს. წარმატებას სახელმწიფო სამსახურში აღწევს. ეხმარება ახლობლებს. მის გვერდით თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ.
ნოემბერში დაბადებული მუდმივად სხვებზე ზრუნავს. უყვარს ქველმოქმედება და ამისთვის ყოველთვის მზადაა. ძლიერი პიროვნებაა. შეუძლია გარშემო მყოფი მტრების ადვილად დამარცხება. ასევე, შესწევს უნარი, ადრეულ ასაკში დიდ წარმატებას მიაღწიოს.  
დეკემბერში დაბადებული შემტევი ხასიათისაა. გამოირჩევა სიმკაცრით. არ უყვარს ჭკვიანი ადამიანების რჩევა-დარიგების მოსმენა და სხვისი აზრის გათვალისწინება. ადვილად იკეთებს კარიერას. ცდილობს, ცხოვრებაში საკუთარი სახელი და ადგილი დაიმკვიდროს. მოპოვებულ ავტორიტეტს კი გონივრულად იყენებს. მის გვერდით, სხვები თავს მხიარულად და დაცულად გრძნობენ.tbiliselebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები