0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორის და მედია ჰოლდინგ დრონის დამფუძნებლის, გიორგი კაპანაძის განცხადება

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალრეიტინგული ინტერნეტ მედია რესურსების: presa.ge-ს, itv.ge-ს, droni.ge-ს, internet.ge-ს, radio.ge-ს, sportline.ge-სა და  fashionline.ge-ს სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, თავისუფლებისათვის ბრძოლაში. 

ჩვენი ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის - რუსთავი 2-ის გადარჩენა და სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლება, დღეს თითოეული ჩვენგანის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. 

ხელისუფლება ცდილობს ხელში ჩაიგდოს დამოუკიდებელი ტელეკომპანია 2016 წლის  საპარლამენტო არჩევნების წინ, რათა ამომრჩეველს არ მიეცეს შესაძლებლობა, დაინახოს მისი ნამდვილი სახე.    

თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ ბრძოლა, რომელიც ხელისუფლების არაფორმალურმა მმართველმა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ წამოიწყო, თავისუფალი მედიის გამარჯვებით დასრულდება. 

მჯერა რომ ვერავინ შეძლებს უარი გვათქმევინოს ევროპულ  მომავალზე. მიუხედავად მედიის წინააღმდეგ დაწყებული მწვავე რეპრესიებისა. 

უკეთესი ხვალინდელი დღისათვის, ჩვენი შვილების საერთო მომავლისათვის, ერთობლივი ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი არხი და დავიცვათ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებები. 

მსგავსი სიახლეები