სოც. მედია
25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-09-24 23:27:08
ვერძი
კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, საქმიანი შეხვედრებისა და ახალი თანამოაზრეების გასაჩენდა. მარტოხელებს მსუბუქი ფლირტი ელით. საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეეხმიანეთ. გაიხსენეთ მხიარული ამბები.
კურო
დაუთმეთ დრო ახალი იდეების განხილვას, თვითგანათლებას. საღამოს შეხვდით საყვარელ ადამიანს და სამომავლო გეგმები დააწყვეთ. დღის განმავლობაში შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს.
ტყუპი
გაუგებრობის გამო ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. საღამოს შეეხმიანეთ მშობლებს, ეწვიეთ ნათესავებს. მზრუნველობა და სიყვარული ცოტა ხნით ბავშვობაში დაგაბრუნებთ.
კირჩხიბი
დილიდან დადებითი განწყობა შეიქმენით, რაც გარშემო მყოფებთანაც გაგიუმჯობესებთ დამოკიდებულებას და მეტი საქმის გაკეთებაში დაგეხმარებათ. არ მოაკლოთ მზრუნველობა ოჯახის წევრებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. საღამოს სტუმრებს უმასპინძლეთ.
ლომი
საქმეები გვერდზე გადადეთ და დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. კარგი დღეა სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. საღამოს რომანტიკული ვახშამი მოაწყვეთ.
ქალწული
დღის პირველ ნახევარში ფინანსური საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად. აგრეთვე, გამოუსადეგარი ნივთებისაგან გასათავისუფლებლად. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დაძლიეთ სიზარმაცე და ივარჯიშეთ, იარეთ ფეხით. საღამოს საყვარელ ადამიანებს უმასპინძლეთ.
მორიელი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სიყვარულისთვის. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთს მნიშვნელოვანი ზარი ელის, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს თქვენ უახლოეს მომავალზე.
მშვილდოსანი
რაც უფრო თავდაჯერებულად იმოქმედებთ, მით უკეთ წარიმართება თქვენი საქმეები. მანდილოსნება გაანებივრეთ საკუთარი თავი, - შეიარეთ სპა-სალონში, განაახლეთ გარდერობი. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
თხის რქა
თუ დილიდანვე ხვდებით, რომ გადაღლილი ხართ, ნურც საოჯახო საქმეებს შეასრულებთ და ნურც სამსახურში აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. დღეს მეტად დაისვენეთ.
მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ საბედისწერო ნიშნებს, დააკვირდით სიზმარს. კარგი დღეა თვითგანათლებისთვის, საქველმოქმედო საქმიანობისა და გარშემო მყოფთა დასახმარებლად.
თევზები
მშვიდად დაიწყეთ დღე, დაკვირვებულად იმოქმედეთ, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სასიამოვნო შეხვედრებისა და საუბრებისთვის; მოძებნეთ ახალი გასართობი.
კომენტარები