0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა

მუხლი, რომელშიც გიგი უგულავა გამტყუნდა, კერძოდ გაფლანგვა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უგულავას სწორედ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა "თბილსერვის ჯგუფის" ეპიზოდზე, თუმცა ამნისტიის საფუძველზე საბოლოო სასჯელი 4,6 წლით განისაზღვრა. 

უგულავა იგივე მუხლით ბრალდებული იყო ასევე რიყის ეპიზოდზე, სადაც ის სრულად გამართლდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას გარკვეული პერიოდით საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ეზღუდება. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ბრალდებულს გააჩნია, აგრეთვე იგი სარგებლობს შეწყალების უფლებითაც.
რაც შეეხება სასამართლო სხდომას, დარბაზში მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და პროკურორები იმყოფებოდნენ, ასევე სასამართლოს პრესსამსახურის რამდენიმე თანამშრომელი. დარბაზში იმყოფებოდა 10-მდე პირი, რომლებიც უგულავას მხარდამჭერების ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომლები იყვნენ. 

გიგი უგულავა და მისი ადვოკატები, ასევე ყველა გულშემატკივარი შეთანხმდნენ და გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდნენ. პარალელურად დედაქალაქის ყოფილი მერი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა.
რაც შეეხება უგულავასთან ერთად ბრალდებულ კეზერაშვილს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა ორი მუხლით, კერძოდ, 182-ე და 194-ე მუხლით. მოსამართლის გადაწყვეტილებით, იგი ორივე მუხლში კეზერაშვილი სრულად გამართლდა და დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა გაუუქმდა. 
ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები