სოც. მედია
ვარკეთილში მიტოვებული ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
2015-09-18 14:36:01
ვარკეთილში მიტოვებული ჩვილის მდგომარეობა მძიმეა. როგორც იაშვილის სახელობის საბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განმარტეს, მიტოვებული ჩვილი იაშვილის კლინიკის ახალშობილთა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ახალშობილი მდედრობითი სქესიაა და 2 კილოგრამს და 200 გრამს იწონის. ჩვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მედიკოსების მიერ მისი მდგომარეობის შეფასება მიმდინარეობს, რათა განისაზღვროს როდის დაიბადა ბავშვი.
ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ჩვილი დღეს იპოვეს. ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
კომენტარები