0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ქეთევან ჩიქოვანი: არ შეიძლება ერთი სუბიექტი პარალელურად კლინიკებსაც ფლობდეს და აფთიაქებსაც

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და მედიკამენტების ფასებზე ექიმმა-ინფექციონისტმა - ქეთევან ჩიქოვანმა ისაუბრა.

„მედიკამენტების ხელმისაწვდომობა ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემაა. მედიკამენტების ფასებს საბაზრო ეკონომიკა, ბაზარი განსაზღვრავს. ძალიან ცუდია, როდესაც სახელმწიფო ვერ ერევა ფასების ფორმირებაში. პაციენტებს ბევრჯერ უთხოვიათ ჩემთვის, რომ ძალიან ძვირადღირებული წამალი არ გამომეწერა. მეც ვცდილობ ყველანაირად, რომ შევურჩიო მაქსიმალურად ეფექტური და დაბალფასიანი მედიკამენტი. ეს მიდგომა ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს, რადგან არსებობს პრეპარატები, რომლებიც შეუცვლელია და ამასთანავე, საკმაოდ მაღალი ფასი ღირს. ამიტომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა და არ ვიცი როგორ უნდა მოგვარდეს. ალბათ უნდა ჩაერთონ სამედიცინო ეკონომისტები და ისე მიიღონ ზომები. მე ვთვლი, რომ ეს საკითხი აუცილებლად მოსაწესრიგებელია“, – აცხადებს ჩიქოვანი.

„მე მიმუშავია ფარმაციაში და ვიცი, რომ მედიკამენტი, რომელიც ერთი დოლარი ჯდებოდა, ათჯერ და უფრო მეტად ძვირად გაუყიდიათ. ეს ყველაფერი ნამდვილად აღმაშფოთებელია და არ შეიძლება ასე გაგრძელება. ეს პრობლემა, დიდწილად, იმ მონოპოლიის ტუ ოლიგოპოლიის ბრალია, რაც დღეს ფარმაცევტულ ბაზარზეა. სულ სამი თუ ოთხი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელთაც აქვთ კლინიკებიც. ეს რომ ნორმალურ ქვეყანაში ხდებოდეს, ვგულისხმობ ამერიკას და ევროპას, დაისჯებოდა კანონით. ჩვენთან ამას ყურადღებას არ აქცევენ. როგორ შეიძლება, კლინიკას ფლობდეს მწარმოებელი და პარალელურად, აფთიაქებსაც. ექიმები ხომ იძულებულნი იქნებიან, რომ სწორედ ამ მწარმოებლის პრეპარატი დაუნიშნონ პაციენტებს. ეს უკვე ინტერესთა კონფლიქტია და ნეგატიურად აისახება როგორც ბაზარზე, ისე პაციენტებზე.

ამიტომ, ოპტიმალურ ვარიანტად მიმაჩნია ევროპულ სისტემაზე გადასვლა და ამასთანავე, კანონით უნდა იყოს გაწერილი, რომ კომპანია, რომელიც აწარმოებს წამლებს, არ უნდა ფლობდეს კლინიკას, არ უნდა ყავდეს დაქვემდებარებაში ექიმები, რადგან ისინი ყოველთვის მოექცევიან ჩარჩოებში. ეს ყოვლად დაუშვებელია“, - განაცხადა ქეთევან ჩიქოვანმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები