0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გაავრცელეთ! - პატრიარქი მრევლს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს მიმართავს, რომ 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, წარმოთქვას ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო". აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. 

"ა.წ. 21 სექტემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს. ჩვენ, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს, გვმართებს მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის გამოჩენა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში დაირეკება ზარი 12-ჯერ და ყველამ, სადაც არ უნდა იყოს იგი, უნდა თქვას დედაღვთისადმი სავედრებელი პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა: "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო"...", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე დღეს, 12:00 საათზე, მოხდება ჯვრის აღმართვა მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზეც.
ეს ჯვარი წინა დღეს, 20 სექტემბერს დასვენდება მახათაზე მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც 19:00 საათზე მოხდება მისი კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II მიერ. ნაკურთხ ჯვართან მისვლის და მთხვევის შესაძლებლობა მრევლს ექნება მის აღმართვამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები