სოც. მედია
27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
2015-08-26 23:32:53
ვერძი
კარგი დღეა გეგმების განსახორციელებლად. თქვენი იდეები გავლენიან ადამიანებს, სპონსორებს გააცანით და მათი დახმარებით განახორციელეთ. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის.
კურო
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას პარტნიორებთან. ეცადეთ, გაარკვიოთ სიტუაცია და მშვიდად გააგრძელოთ ურთიერთობა.
ტყუპი
გაუფრთხილდით საფულეს, მოერიდეთ ფულის დაბანდებას. საქმიან პარტნიორებად მხოლოდ გამოცდილი ადამიანები აირჩიეთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად, მოგეჩვენებათ, რომ სახლი, აგარაკი რემონტს საჭიროებს. კარგი დღეა ინტერიერის შესაცვლელად.
ლომი
მეტად უნდა დაისვენოთ სამსახურის საქმეებისგან და დღე ოჯახს დაუთმოთ. მიხედეთ ჯანმრთელობას. გაუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან.
ქალწული
ახალი საქმეები გამოცდილ კოლეგებთან ერთად დაიწყეთ. ბედნიერებას გაჭირვებული გარშემო მყოფების დახმარება მოგანიჭებთ.
სასწორი
კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად, ბავშვებთან ურთიერთობისთვის. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება გელით.
მორიელი
მეგობრები და ახლობლები დახმარებისა და რჩევისთვის მოგმართავენ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, დაიცავით ძილის რეჟიმი.
მშვილდოსანი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საქმიან პარტნიორებთან და საყვარელ ადამიანთან. მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ.
თხის რქა
შრომისმოყვარე და ენერგიული ხართ. დღეს ხელს რა საქმესაც მოკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, თქვენმა აქტიურობამ გარშემო მყოფები არ დააზარალოს.
მერწყული
დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. მოერიდეთ კონფლიქტს ბავშვებთან. მეტი დრო გაატარეთ მათთან ერთად, დაუმეგობრდით.
თევზები
კარგი დღეა შეხვედრებისა და საქმეების მოსაგვარებლად. მოერიდეთ უთანხმოებას მეგობრებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კომენტარები