სოც. მედია
პირველად ბათუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“ დაიწყო - შემოუერთდით ელექტრონულ მხიარულებას
2015-08-21 12:25:15
20 ქართველი და 25 უცხოელი არტისტი ბათუმის ჩოგბურთის კორტების სცენაზე
ბათუმი ელექტრონული მუსიკის დღეებს მასპინძლობს. 20 აგვისტოს, პირველად ბათუმში, ტენისის კორტებზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა „ბლიკ 2015“ სტარტი აიღო. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 23 აგვისტოს დასრულდება.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი უცხოელ და ქართველ შემსრულებლებს აერთიანებს. ამავდროულად, „სითი საუნდმა“ უცხოელ და ქართველ არტისტებს მოუყარა თავი. აღნიშნული ფესტივალის ამოცანაა იმ ტიპის „საუნდის“ პოპულარიზაცია, რაც დღეს პოპულარულია ევროპაში, კერძოდ ბერლინში. მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ქართველ დიჯეებზე გაკეთდება.
ფესტივალში 20 ქართველი და 25 უცხოელი არტისტი მონაწილეობს. სითი საუნდის დღეები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და სამი სხვადასხვა ფორმატის ელექტრონულ მუსიკას გააერთიანებს. სამი დღის განმავლობაში სცენის დიზაინები სამჯერ განახლდება.
გუშინ აქცენტი განათებაზე გაკეთდა, არაჩვეულებრივად განათებულ ბათუმის ჩოგბურთოს კორტების სცენზე ერთმანეთს ცვლიდნენ ქართველი და უცხოელი არტისტები.
დღეს სცენას დაემატება ვიზუალ არტი და ხოლო მესამე დღეს კი ამ ყველაფერს ე.წ. მეფინგი გააერთიანებს. სცენის დიზაინზე, ვიზუალზე და მეფინგზე მსოფლიოს არტისტებთან ერთად ქართველი შემსრულებლებიც მონაწილეობენ.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიზანია ქართველი და ევროპელი დიჯეების დაახლოება, მუსიკის გაცნობა, კონტაქტების გაცვლა და ქართული ელექტრონული მუსიკის ევროპაში პოპულარიზაცია.
ბათუმის ჩოგბურთის კორტები ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში 20-22 აგვისტოს 20:00 საათიდან City Sound-ს მასპინძლობს, სცენა უცხოელ არტისტებთან ერთად DJ ერიქსონს, DJ კობერტს, Vincent Volt, Hvl და ლაშა გურულს რეპერტუარს დაეთმობა. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 23 აგვისტოს, საფესტივალო კლუბში გიორგი შენგელიას რეპერტუარით დასრულდება.
კომენტარები