სოც. მედია
5 დაშავებული და 4 გარდაცვლილი-ავტოავარია სამტრედიის ავტობანზე
2015-08-20 23:34:12
სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ერთმანეთს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად გარდაცვლილების გარდა დაშავდა 5 ადამიანი, რომელთაგან ერთი ბავშვია. დაშავებულები ქუთაისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.
გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის არიან როგორც სომხეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები