1 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"შენი მამიკოს.."- გაბრაზებული შალვა ნათელაშვილი ბერა ივანიშვილს მიმართავს

“ჩემი თბილისი ყველაფერს სჯობს”-ამ სახელწოდების ახალი სიმღერა , ბერა ივანიშვილიმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსის სახით გამოაქვეყნა, რასაც "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გამოხმაურება მოჰყვა. 
"შვილო რა თქმა უნდა თბილისი თქვენთვის ყველაფერს სჯობს,აბა სხვა რომელ დედაქალაქშია ისეთი ალალი,მიმნდობი და უეშმაკო ხალხი,რომელმაც შეიძლება დაიჯეროს შენი მამიკოს ან ნებისმიერი მილიარდელის დაპირებები უფასო ფულის,უპროცენტო კრედიტების,განახევრებული ტარიფების,მაღალი პენსია-ხელფასების,მასობრივი სამუშაო ადგილების და მილიარდელის მიერ საკუთარი ფულის თუ სიცოცხლის გაწირვაზე ხალხისათვის შექმნილი ამგვარი ბაიათები რომელთა მოსმენაზე ალბათ საიათნოვას ინფარქტი დაემართებოდა,ნიაზ დიასამიძე ქალაქიდან გაიქცეოდა ხოლო ფიროსმანი თავის შემოქმედებაში ყველაზე ცუდ ტილოს დაწერდა.სხვა რომელ დედაქალაქში დაუკრავდნენ ტაშს მამაშენთან ერთად შესრულებულ არც თუ თბილისის მაღალი გემოვნებისათვის შექმნილ რეპს,სხვა რომელი დედაქალაქი აპატიებდა თავის მილიარდელ ბინადარს ქალაქის ცენტრში პანორამის სახელწოდებით ისტორიის განადგურებას,ბოტანიკური ბაღისა და ნარიყალის მსგავსი განძის წაბილწვას,იპოდრომის მითვისებას,ლაგუნა ვერეს მიტაცებას და კაციჭამია ვეფხვთსაშენად გადაქცევას.კარგია რომ მამაშენისგან განსხვავებით ,რომელიც ახლა წიგნს წერს ადამიანობაზე,შენ მაინც გქონია მადლიერების გრძნობა.ისე დედაქალაქზე კომპლიმენტი არჩევნების მოახლოებამდე შეიძლებოდა გეთქვა"- წერს შალვა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები