ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა "თეთრ განძად" წოდებული ქართველი ქალი, რომლის გამჭრიახობამაც გადაარჩინა კაირო.
საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი თავისი არმიით ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მიადგა. ქართველი მამლუქების გმირული წინააღმდეგობით გამძვინვარებულ ფრანგთა ლაშქარს მოჩვენებასავით გადაუდგა წინ ხელაღმართული ულამაზესი ქალი. ამბობენ, მონუსხული იმპერატორი ცხენიდან ჩამოვიდა და ქალს მოკრძალებით ეახლაო. ეგვიპტეში ახლაც სჯერათ, რომ მაშინ ნაპოლეონი ამ უშიშარი ქალბატონის წინაშე თრთოდა და მზად იყო, მისი ყველა განკარგულება შეესრულებინა. ქალი ქართველი იყო, სიყმაწვილეში ტყვეთა ბაზარზე მონად გაყიდული და შემდეგ საკუთარი გონიერებისა და ღირსების წყალობით პატივცემული. ეგვიპტელები მას იცნობენ სამი სახელით, როგორც ნაფისა ხანუმს, თეთრ განძსა და მამლუქთა დედას.
"კაიროს ე.წ. მკვდართა ქალაქში, უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების უკანასკნელი განსასვენებელია. სამივე ქართველი მამლუქი გახლდათ, სამივე ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი მონა. ალი-ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი იყო, ისმაილ-ბეი - ეგვიპტის მამლუქთა ოსმალურ ფრთას მეთაურობდა, იბრაჰიმ ქათხუდას კი ეგვიპტეში განუზომელი სიმდიდრე და გავლენა ჰქონდა. მათი საფლავებიდან ორიოდ ნაბიჯში, უბრალო ხის ჭიშკართან პატარა მავზოლეუმია. სწორედ აქ განისვენებს ქართველი ნაფისა.
ოსმალურ-ეგვიპტური წყაროების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში ყველა ქალი ჰარამხანისთვის იყო განწირული, ნაფისა არასოდეს ყოფილა ჰარამხანის ჩვეულებრივი ბინადარი. ამბობენ, ტყვეთა ბაზარშივე გაუღიმა ბედმა - გოგონა იმ დროის უცნობილესმა მამლუქმა ალი-ბეი ალ-ქაბირმა იყიდა. ულამაზეს ნაფისას გონებაგამჭრიახობით მალევე გაუთქვამს სახელი. ამიტომაც ალი-ბეის მისთვის თავისუფლება უბოძებია და ცოლად შეურთავს. ეგვიპტის გამგებელი მალევე, ერთ-ერთ ბრძოლაში, მძიმედ დაჭრილა და დაღუპულა. ქვრივს საარაკო სიმდიდრე დარჩენია. ეს ჭკვიანი ქალი მარჯვედ მართავდა ქონებას, დიდ მოგებას ნახულობდა და ქველმოქმედებას ეწეოდა. ცოტა ხანში ნაფისა მეორე ძალიან ცნობილ ქართველ მამლუქს, მურად-ბეის გაჰყოლია ცოლად. განუზომელი სიმდიდრის წყალობით ისინი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ არაერთი სასახლე, ჰყავდათ სამასი მეომრისგან შემდგარი პირადი ჯარი და ხშირად მართავდნენ წვეულებებს".
ეგვიპტელებს ნაფისა გამჭრიახობით და წინასწარჭვრეტით აკვირვებდა. მსოფლიო პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ნაფისამ ზუსტად ივარაუდა, რომ ეგვიპტელ ხალხს მძიმე წლები დაუდგებოდა და, შესაძლოა, ქმრის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დაეკარგა. ამიტომაც ქალმა ქონება დაიმტკიცა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს იყო უნიკალური ფაქტი მუსლიმანურ სახელმწიფოში და ზოგადად აღმოსავლეთში, როცა ქალი, ანუ უუფლებო ადამიანი ოფიციალურად ხდება უზარმაზარი ქონების განმგებელი.
ნაფისამ შეიძინა ყველაზე დიდი ქარვასლა და მას მიაშენა თავისი სახელობის მოწყალების სახლი, რომელსაც ”საბილ ქუთაბი” რქმევია. აქ, სხვა მოწყალებასთან ერთად, სასმელ წყალსაც უფასოდ გასცემდნენ. თურმე საკმარისი იყო რკინის ჭიშკარს ვინმე მისდგომოდა და ნაფისასთვის ეხმო, წყალობას მყისვე იღებდა.
"2 წლის წინ საბილ ქუთაბს რესტავრაცია ჩაუტარა ისტორიკოსმა რესტავრატორმა აგნესკა დობროვოლსკამ. მისი თქმით: "ზუსტად ვერ ვიტყვით, სად დაიბადა ნაფისა, თუმცა, ვიცით, რომ კავკასიელი იყო, ცისფერთვალება, ალბათ ქერათმიანი. ეგვიპტეში ამბობენ, ქართველი იყო, აფხაზეთის მთებში გაზრდილიო. მისი ქართველობის ვერსიას ამტკიცებს ისიც, რომ იგი ასევე ქართველმა ალი-ბეიმ იყიდა ტყვეთა ბაზარზე და თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. სრულიად დასაშვებია, რომ ნაფისა ალის ეთნიკური ნიშნით შეერჩია. სახელი ნაფისა, ტრადიციულად, სარწმუნოების შეცვლის შემდეგ დაარქვეს. მისი მეორე სახელი იყო ვიქ აბდალა, ანუ ღვთის მონის ასული. ეს ნიშნავს, რომ მამამისის ვინაობა ეგვიპტეში არ იცოდნენ. მას გარეგნობის გამო "ბაიდა ნაფისას" ეძახდნენ, რაც ეგვიპტურად "თეთრ განძს" ნიშნავს. ის ნამდვილად იყო კაიროს განძი. ისტორიას არ შემორჩა ნაფისას პორტრეტი, თუმცა ეგვიპტელები ვარაუდობენ, რომ იმ ეპოქაში შექმნილი "კავკასიელი ქალის" პორტრეტზე სწორედ "თეთრი განძი" უნდა იყოს გამოსახული".
1798 წელს, როდესაც ნაპოლეონის ჯარი ეგვიპტეს მიადგა, იმპერატორმა ლაშქარს მიმართა. მისი სიტყვა ქართველი მამლუქების მიმართ განუზომელი სიძულვილით იყო სავსე.
"უკვე მრავალი საუკუნეა, საქართველოდან და აფხაზეთის მთებიდან მოყვანილი მონები მსოფლიოს ამ უმშვენიერეს მხარეს ჩაგრავენ. მამლუქები უსაზღვროდ შორს არიან გონიერებისა და ადამიანური ღირსებებისგან. რა განასხვავებს მათ სხვათაგან, რა აძლევს მათ განსაკუთრებულ უფლებას, ეკუთვნოდეთ მთელი ეგვიპტე და ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ ქვეყანას გააჩნია: მშვენიერი მხლებლები, წმინდასისხლიანი ცხენები და მდიდრული სახლები?.."
ნაპოლეონი აღიარებს, რომ ეგვიპტეს ქართველები მართავენ, აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ადამიანებმა მონის სტატუსიდან შეძლეს ასეთი ამაღლება, ამიტომაც სასაცილოა, როდესაც აცხადებს, - ისინი ბარბაროსები არიანო. მამლუქთა ხელში ეკონომიკურად ძლიერ ეგვიპტეს არაფერი ეტყობოდა ბარბაროსების მიერ მართულისა. ცხადია, ნაპოლეონი შეცდა და ეს დამტკიცდა კაიროს გამარჯვების ჭიშკართან მიახლოებისთანავე, როდესაც მისი უდიდებულესობა სუსტმა, ქართველმა ქალმა ხელის აღმართვით ჩამოაქვეითა ცხენიდან.
ნაპოლეონს პირველი გააფთრებული ბრძოლა პირამიდებთან მოუხდა. მამლუქთა 6-ათასიან ცხენოსან ლაშქარს ხელმძღვანელობდა ქართველი იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი ქართველი ძმადნაფიცი მურად-ბეი. ბრძოლა უთანასწორო გამოვიდა. იბრაჰიმიც და მურადიც გაიქცნენ. თუმცა, ეს ალბათ უფრო ტაქტიკური უკანდახევა იყო. საეჭვოა, მამლუქებს ნაფისა შემთხვევით დაეტოვებინათ კაიროში. ესეც დიდი საბრძოლო გეგმის ნაწილი იყო, რომლის შექმნაშიც აქტიურად მონაწილეობდა წინასწარჭვრეტის უნარით დაჯილდოებული ჭკვიანი ქალი. ისევ აგნესკას მიხედვით: "ნაფისა კარიბჭესთან იდგა და მაოხრებელს მშვიდად ელოდა. მისმა ნაბიჯმა გაამართლა. ქალმა ქალაქი გადაარჩინა. ნაფისას საოცარი გამბედაობა და დიპლომატიური ნიჭი აღმოაჩნდა. მოხიბლულმა ნაპოლეონმა ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯური უძღვნა. ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ თამაშში ჩაება, თუმცა, პარალელურად კონტაქტს არ წყვეტდა ქართველ მეუღლესთან. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ნიშანს უგზავნიდა - ნაფისა აბასიაში საკუთარი სასახლის სახურავიდან, მურადი კი გიზის პირამიდის წვერზე უზარმაზარ ჩირაღდანს ანთებდა. ქართველი ქალის გამჭრიახობის შედეგად მურადი და მისი მეომრები უკან დაბრუნდნენ და ნაპოლეონს გაურიგდნენ, ამიტომაც ეძახდნენ ნაფისას უმალ მამალიკს, ანუ მამლუქთა დედას".
ეკა ლომიძის ”კაიროს განძის” მიხედვით
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები