1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე: ომს, რომელიც ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ წამოიწყო, მედია მოიგებს

"ჯეო ინტერნეტ მედია ჯგუფისა" და „მედია ჰოლდინგ დრონი.ჯი“-ს მფლობელი,  მედია-მენეჯერი გიორგი კაპანაძე, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას „პრესა.ჯი“-სთან აფასებს. 

მისი თქმით, ომს, რომელიც ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ წამოიწყო, მედია მოიგებს...

- ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ზე პრეტენზიას აცხადებს, ტელეკომპანიის ქონება დაყადაღებულია, როგორ ფიქრობთ, დგას თუ არა, ხელისუფლება ბიზნესმენის უკან?

გიორგი კაპანაძე: ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო რომ ბატონი ხალვაშის სახით, ხელისუფლება დამოუკიდებელი და ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის კანონიერი მფლობელებისათვის წართმევას ცდილობს.

რა თქმა უნდა, მის უკან დგას ხელისუფლება. ხალვაშისა და მისი მფარველების მიზანი, ერთი მხრივ, „რუსთავი 2“ -ის ხელში ჩადგებაა, მეორე მხრივ კი, იმ კრიტიკული აზრის ჩახშობა, რომელიც ტელე-ეთერიდან ხელისუფლების მისამართით ისმის.

თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ომს, რომელიც ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ წამოიწყო, მედია მოიგებს. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება...

- ხელისუფლების მომხრეები, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებს, სააკაშვილის დროს ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ განხორციელებულ  ძალადობას ახსენებენ...

- „იმედის“ მიმართ განხორციელებული მოვლენები წინა ხელისუფლების ყველაზე დიდი და მძიმე შეცდომა იყო. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ამ შეცდომის გამო, მაქსიმალური პოლიტიკური ფასი გადაიხადა - გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.

მიუხედავად იმისა რომ „იმედის“ შემთხვევაში, პოლიტიკური კონიუნქტურა აბსოლუტურად სხვაგვარი გახლდათ.

- როგორ ფიქრობთ, სადამდე შეიძლება მივიდეს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია?

- „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია  არის პოლიტიკური პროცესი და მას არანაირი კავშირი არ აქვს ე.წ. სამართლიანობის აღდგენასთან და კერძო პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების გარკვევასთან.

ტელეკომპანიის მუშაობას უკვე შეექმნა საფრთხე. ხალვაშის მოთხოვნით, „რუსთავი 2“-ის ქონება დაჩქარებული წესით დააყადაღეს. ტელეკომპანიის წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესი დაიწყეს ახლა, შუა აგვისტოში, როცა  საქართველო თითქმის დაცლილია უცხოელი დიპლომატებისგან... მათი უმრავლესობა შვებულებაშია.

თქვენ მკითხეთ, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი.

მე გპასუხობთ - სრულიად შესაძლებელია რომ ხელისუფლების მიერ მართულმა მოვლენებმა, რომელიც მიზნად ისახავს ყველაზე რეიტინგული და სანდო არხის დაქვემდებარებას, სამოქალაქო მღელვარებამდე მიგვიყვანოს.

პირადად ჩემთვის, „რუსთავი 2“ არ არის რომელიმე კონკრეტულ პირთან ასოცირებული. ის, პირველ რიგში, დასავლური ღირებულებები და სიტყვისა და გამოხატვის უფლებაა.

- თუმცა, ხელისუფლების პირველი პირები სხვაგვარად ფიქრობენ. მათი აზრით, ტელეკომპანია პროპაგანდითაა დაკავებული...

- ყველა ადამიანს, მათ შორის მედია-მფლობელს აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება. ცხადია, „რუსთავი 2“ არ მალავდა თავის, შედარებით ლოიალურ დამოკიდებულებას წინა ხელისუფლების მიმართ, რადგან იქ მომუშავე ადამიანები, პროდასავლური ღირებულებების თვალსაზრისით, უფრო ახლოს იყვნენ მათთან, ვიდრე მაგალითად, პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებთან.

ამჯერად ტელეკომპანია „იმედი“ არ მალავს თავის ლოიალურ დამოკიდებულებას არსებული ხელისუფლების მიმართ, რადგან როგორც ჩანს, „იმედის“ ხელმძღვანელები მენტალურად უფრო ახლოს დგანან მმართველ გუნდთან...

თუმცა, რომელიმე არხის მიერ კრიტიკული თუ ლოიალური პოზიციის დაფიქსირებაში არ არის ტრაგედია. ტრაგედია, ამა თუ იმ არხის მკვეთრად გამოხატული პოზიციის ჩახშობის მცდელობაშია.

სწორედ კერძო ტელეკომპანიის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების კორექტირებას ცდილობენ დღეს, ხალვაშის, „რიჟასა“ და სხვების სახით, რაც გამორიცხული არ არის რომ ბევრად მძიმე და საბედისწერო მოვლენებში გადაიზარდოს. 

წყარო:    http://presa.ge/new/?m=politics&AID=36760

მსგავსი სიახლეები