1 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აქტიური და დატვირთული დღე გელით. წარმატებას მიაღწევთ პროფესიულ სფეროში. მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. კარგი დღეა პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლადაც. 

კურო 
პარტნიორებთან უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. მოერიდეთ კონფლიქტს და ურთიერთობების გაწყვეტას მათთან. 

ტყუპი
მეგობრები და კოლეგები სამსახურში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. ნათესავების თხოვნას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. 

კირჩხიბი
ნუ ეცდებით ზედმეტად ყურადღების მიქცევას. თქვენი ამგვარი ქცევა გარშემო მყოფებში შურის გარდა არაფერს გამოიწვევს. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. 

ლომი
ზოგიერთს საჩუქრები და სიურპრიზები ელის. ზოგსაც - მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. საყიდლებზე საყვარელი ადამიანი გაიყოლეთ. საღამოს ოჯახური წვეულება მოაწყვეთ. 

ქალწული
მოულოდნელი შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ან ძველი კონტაქტების აღდგენა გელით. საუკეთესოდ შესრულებული საქმის, თავდაჭერილობისა და ტაქტიან საუბრის გამო გარშემო მყოფების სიმპათიას და შექებას დაიმსახურებთ. 

სასწორი 
ფინანსური საკითხების გამო უსიამოვნებები გელით. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთნ. ეცადეთ, უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვაროთ. 

მორიელი
ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ და სასიამოვნო სიურპრიზებსაც მიიღებთ. მარტივად მოაგვარებთ რთულ საკითხებს. თქვენი დადებითი ენერგია და სიყვარული ნათესავებს, მეგობრებსა და კოლეგებსაც გადაუნაწილეთ. 

მშვილდოსანი 
კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. სასურველის მისაღწევად მეგობრები და პარტნიორები დაგეხმარებიან. დღევანდელი დღე პატარ-პატარა სიურპრიზებითა და თავგადასავლებითაა აღსავსე. 

თხის რქა
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, მიეცით გარშემო მყოფებს საშუალება დაგეხმარონ. დაფიქრდით, გააანალიზეთ და იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. გახსოვდეთ, რომ თქვენნაირი მშრომელი და ჭკვიანი ბევრი არაა. 

მერწყული
გაღიზიანებული ხართ და ამას არც მალავთ. ეცადეთ თქვენმა ნათქვამმა ფრაზამ, სიტყვამ გარშემო მყოფებს გული არ ატკინოს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ. 

თევზები
დილა დაწყებული პროექტების დასრულებას დაუთმეთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. პირად ურთიერთობაში, პარტნიორებს შორის ადგილი ექნება გაუგებრობას, ემოციების ნაკლებობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები