1 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საზამთროს დიეტა-5დღეში მინუს 5 კილოგრამი

დღეს ძალიან პოპულარულია საზამთროს მონოდიეტა. ეს ის დიეტაა, რომლის დროსაც წონის დასაკლებად მხოლოდ საზამთროთი იკვებებიან. საზამთროს დიეტა საკმაოდ მკაცრი დიეტაა. ძირითადად სამ დღეს გრძელდება. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება, შესაძლოა 5 დღესაც გაგრძელდეს. როგოც დიეტოლოგები აცხადებენ, ასეთი რაციონის დღიური კალორიულობა 1330 კალორიას შეადგენს, ადამიანი კი სულ რაღაც 3 ან მაქსიმუმ 5 დღეში 3-5 კგ-ს იკლებს წონაში. 

როგორ უნდა დაიცვათ საზამთროს მონოდიეტა

აღნიშნული მონოდიეტის დროს სხეულის მასის ყოველ 10 კგ-ზე ერთი კგ საზამთრო უნდა მიირთვათ. არავითარ შემთხვევაში სხვა პროდუქტები. საკვების მიღების საათებს რაც შეეხება, საზამთროთი დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაიტკბარუნოთ პირი, როგორც კი შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ. არ იზღუდება სასმელი წყლის მიღება, სამაგიეროდ მკაცრად არის აკრძალული ალკოჰოლის, გაზიანი და კოფეინის შემცველი სასმელები.

რა უნდა გაითვალისწინოთ

დიეტის მოყვარულებს საზამთროს დიეტა, ჩვეულებრივ, უფრო ადვილად გადააქვთ, ვიდრე სხვა მონოდიეტები. საქმე ის გახლავთ, რომ საზამთრო მდიდარია უჯრედისით, რომელიც დანაყრების შეგრძნებას საკმაოდ კარგად ავითარებს და ადამიანს შიმშილის გრძნობა დიდი ხნის განმავლობაში არ აწუხებს. საზამთროს კარგად გამოხატული შარდმდენი ეფექტი აქვს, შესაბამისად, წონის დაკლება ძირითადად სწორედ სითხის გამოძევების საფუძველზე ხდება. ისინი, ვისაც საზამთროს მონოდიეტის ავ-კარგი საკუთარ თავზე გამოცდილი აქვს, ამტკიცებენ, რომ სულ რაღაც 3-5 დღეში მუცლისა და ბარძაყების გარშემოწერილობა საგრძნობლად მცირდება. დიეტის კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ მას ერთგვარად გამწმენდი ფუნქციაც აქვს - ორგანიზმიდან წიდები და ტოქსინები გამოაქვს. 
საზამთროს დიეტა უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც საშარდე სისტემის ესა თუ ის პათოლოგია აწუხებს (პიელონეფრიტი, ცისტიტი, განსაკუთრებით გამწვავების სტადიაში, შარდ-კენჭოვანი დაავადება და სხვ.). საზამთროს მონოდიეტის ერთ-ერთ მანკიერებაა ისიც, რომ ემოციური ფაქტორიდან გამომდინარე ყველას არ შეუძლია შიმშილის გრძნობასთან გამკლავება და ერთფეროვან საკვებ რაციონთან შეგუება. ისიც აღსანიშნავია, რომ საზამთროს მონელება ბევრს უჭირს, ამიტომაც მონოდიეტა მალევე უნდა შეწყვიტონ იმ პირებმა, ვისაც მუცლის არეში სიმძიმის შეგძრნება, მეტეორიზმი ან სხვა სახის დისკომფორტი შეაწუხებს. ასეთი სიმპტომები, ჩვეულებრივ, დიეტის პირველ დღეებში ვლინდება. თუ აღნიშნულ სიმპტომებს ულუფის შემცირება ვერ აღმოფხვრის, სასურველია მონოდიეტა შეწყდეს! 

თინათინ გოცაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები