1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სერგის სავარაუდოდ ამნეზა დაემართა და არ იცის, ვინ არის,ყველამ გააზიარეთ ეს ფოტო"

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგული სერგი კაპანაძის დეიდა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ყველას,განსაკუთრებით კი თბილისიდან აზერბაიჯანამდე მტკვრის ორივე სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას,უმორჩილესად გთხოვთ,დააკვირდეთ 13ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაკარგული სერგი კაპანაძის ამ ფოტოებს. თუ ვინმე შენიშნავთ ქუჩაში მოხეტიალე ასეთი გარეგნობის ახალგაზრდას, რომელსაც სავარაუდოდ ამნეზია დაემართა და არ იცის, ვინ არის, გამომეხმაურეთ ამ ნომრებზე 0431 25 21 49 ან 595 37 21 49. ნუ დაიზარებთ და ყველამ გააზიარეთ ეს ფოტო,იქნებ მივაკვლიოთ სადმე ჩემს უგზოუკვლოდ დაკარგულ ბიჭს“, - წერს თევდორაძე.

შეგახსენებთ, სტიქიის შედეგად დაკარგულად 3 ადამიანი ითვლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები