1 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ ტყუილებსა და ჭორებს. ნუ დაყოფთ ადამიანებს კარგებად და ცუდებად. პირიქით, იყავით გულისხმიერი გარშემო მყოფების მიმართ. საღამოს მეგობრებს გულუხვად უმასპინძლეთ. 

კურო
დღეს საკუთარ თავში ისეთ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ, რომლებზეც წარმოდგენაც არ გქონდათ. "მეორე სუნთქვა" გაგეხსნებათ და მარტივად გაუმკლავდებით დაგროვილ პრობლემებს. 

ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ ოჯახური საკითხების მოგვარებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. სამსახურში მეტი მოთმინება და დისციპლინა უნდა გამოავლინოთ. 

კირჩხიბი
დღეს თქვენი მისიაა, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, გაიჩინოთ ახალი თანამოაზრეები. შეისწავლოთ ახალი სპეციალობა. 

ლომი
ზოგიერთი საჩუქრებს მიიღებს, ზოგიც - ფულად ჯილდოს. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ უქმეები, შვებულება. 

ქალწული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ნუ დაუჯერებთ ყველას ნათქვამს, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები. 

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ძირითადად თქვენი ორიგინალური იდეების წყალობით. რჩევა ყველას ჰკითხეთ, მაგრამ ისე მოიქეცით, როგორც თავად ჩათვლით საჭიროდ. 

მორიელი 
სამსახურისა და საოჯახო საქმეების პარალელურად მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ბავშვებს. დაეხმარეთ მათ პრობლემების მოგვარებაში, დაუმეგობრდით. 

მშვილდოსანი
ახალი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს, მაგრამ სამსახურის საქმეებს ნუ "დაივიწყებთ". 

თხის რქა
იღბალი სხვადასხვა სფეროში გამოცდას მოგიწყობთ. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ. ნუ აჰყვებით ცდუნებას. 

მერწყული
საქმიანი და სასიყვარულო შეხვედრების დღეა. გაგიჭირდებათ გრძნობების გამოხატვა. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. 

თევზები
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. აგრეთვე მგზავრობას შორ მანძილზე, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები