ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგმართავთ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრების სახელით. გვსურს თქვენთან შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით ჩვენს მოსაზრებასა და არგუმენტებს.
მოკლედ თემის შესახებ:
გაცნობებთ, რომ 2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად #996 ბრძანება კი ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას უნდა დაექვემდებაროს არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყალი). ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ე.წ. ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია „სიქპას“ შვილობილი კომპანია, რომელმაც, სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის თანახმად, გაწეული მომსახურებისთვის უნდა მიიღოს შესაბამისი საფასური. საქონლის სავალდებულო ნიშანდება/მარკირება უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 1 იანვრიდან. თუმცა საკითხი რამდენჯერმე გადაიდო და დღემდე ღიად რჩება.
ამჟამად საკითხზე მიღებულია „პოლიტიკური გადაწყვეტილება“, 1 სექტემბრიდან ფინანსთა სამინისტრო გეგმავს მარკირებას დაუქვემდებაროს არაალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყალები, ენერგეტიკული სასმელები, წვენები. მიგვაჩნია, რომ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების შემოღების და ამ სერვისისთვის ხარჯების გაწევის ყველა ვარიანტი, რომელიც შემოთავაზებულ იქნა შესაბამისი ორგანოების მხრიდან, არასამართლიანი და არარაციონალურია, ასევე ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებსაც.
თავდაპირველ ვარიანტში, როცა საუბარი იყო ბიზნესისთვის მარკირების ხარჯების დაკისრებაზე, ჩვენ ვასაბუთებდით, რომ ეს გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას, იმპორტულ პროდუქციასთან ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის შემცირებას, ინვესტიციების შეჩერებასა და ბიზნეს-გარემოს გაუარესებას. თუმცა, არანაკლებ მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს მარკირების საფასურის გადახდას საქართველოს ბიუჯეტიდან. იმ პირობებში, როცა ქვეყანა ცდილობს ადმინისტრაციული თუ სხვა ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანოს, მილიონობით ლარის გადახდა ისეთ სერვისში, რომელიც ხარჯეფექტურობისა და ოპტიმალური საფინანსო გათვლების მიხედვით, ვერანაირ კრიტიკას უძლებს, სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ტოლფასია. ამასთან, საბიუჯეტო სახსრების საზღვარგარეთ გადინება ცუდად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და კიდევ დამატებით დააწვება ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას, რომელიც ყოველგვარი დამატებითი ფაქტორების გარეშეც საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს მსგავს თემებზე.
ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა და გავეცანით მსოფლიო ანალოგიებს. საინტერესოა, რომ უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირება არც წამყვან განვითარებულ და არც განვითარებად ქვეყნებში არ ხდება. არსებობს ცალკეული შემთხვევები და სულ რამდენიმე ქვეყანა აფრიკასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც მსგავსი სისტემა ფუნქციონირებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ელექტრონული მარკირების მსგავსი სისტემის შემოღება ალბანეთში დაბლოკა პრეზიდენტმა ვეტოს უფლების გამოყენებით, ხოლო ავსტრალიაში პარლამენტმა არ დაუჭირა მის შემოღებას მხარი. ორივე შემთხვევაში დროულად იქნა იდენტიფიცირებული აღნიშნული თემის ფარული კორუფციული საწყისი. ხოლო დასკვნა იყო ერთი: არააქციზური საქონლის მარკირების ფორმით აღრიცხვა არის აბსოლუტურად არარაციონალური გადაწყვეტა და მომდინარეობს ან კორუფციული ინტერესებიდან ან ცუდი მენეჯმენტიდან. ამ ორიდან რომელია უარესი, ეს კიდევ ცალკე მსჯელობის საგანია.
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის მიერ მოხდა ავტორიტეტული ამერიკული იურიდიული კომპანიის „დექერტის“ დაქირავება, რომელმაც გააანალიზა მარკირების განმახორციელებელ კომპანიასთან შემოსავლების სამსახურის მიერ დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი და დასკვნის სახით მოგვაწოდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების მარკირების ნაწილში კონტრაქტის მოშლა/ცვლილება (და შესაბამისად, აქციზური საქონლის ნაწილში კონტრაქტის ძალაში დატოვება), არ გამოიწვევს დამატებითი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას და არ დააზარალებს საქართველოს ბიუჯეტს. აღნიშნული სამართლებრივი ანალიზი 2015 წლის 11 ივნისს გადავეცით საქართველოს ფინანასთა სამინისტროს, კერძოდ, კი შემოსავლების სამსახურს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
ჩვენ გვესმის სახელმწიფოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო და მნიშვნელოვანია აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა. სწორედ ამიტომ გვინდა გაცნობოთ, რომ თითოეულ კომპანიას გააჩნია უახლესი ტექნოლოგიური ბაზა, რომელიც წლიდან წლამდე იხვეწება და ვითარდება. შესაბამისად, დღეს ჩვენი ჩამომსხმელი ხაზები აღჭურვილია სისტემებით, რომლის ამუშავების შემთხვევაში კომპეტენტური ორგანო რეალურ დროში მიიღებს ინფორმაციას თითოეული ჩამოსხმული ბოთლის შესახებ. ჩვენი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა აღრიცხვა/ანგარიშგებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აქედან გამომდინარე, გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოს აღრიცხვიანობის სხვა, უფრო ეფექტური და პრაქტიკულად უდანახარჯო სისტემის დანერგვაში.
გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ მთავრობასთან ერთად ჩავერთოთ კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, რომლის მიზანი უნდა იყოს სახელმწიფოს, მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.”
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
კომენტარები