1 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბიზნესმენი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს

დღეს „პირველ პრესკლუბში" დაზარალებული ბიზნესმენი რაჯი ფილიპია და ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე პრესკონფერენციას გამართავენ. ისინი ქუთაისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემულ უკანონოდ ჩამორთმეული ქონებაზე ისაუბრებენ.

ბიზნესმენი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს. ფილიპიების ოჯახისთვის წლების წინ ჩამორთმეული ქონება ამჟამად სახელმწიფოს მფლობელობაშია.

2011 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით ებრაულ კომპანია "შიტრიტ ჯგუფს“  ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განლაგებული  13 ობიექტი ერთდროულად  გადაეცა.  ყველაზე ძვირადღირებული ობიექტი, ქალაქის ცენტრში, სასტუმრო თეთრ ხიდთან მდებარე შენობა იყო საერთო ფართით 2029 კვ მეტრი. მისი კანონიერი მეპატრონეები ფილიპიების ოჯახი იყო. აღნიშნულ ფართთან ერთად, ფილიპიების ოჯახს კიდევ ორი ობიექტი დაათმობინეს იძულებით და მუქარით.

„2013 წლის 29 აპრილიდან მრავალჯერ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის გამოძიების თხოვნით, თუმცა პროკურატურა დღემდე დაჟინებით მფარველობს დამნაშავეებს. უფრო მეტიც, თავისუფლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აბსოლუტურად ცინიკურია პროკურატურის დამოკიდებულება, ჩვენი ოჯახის მიმართ.

ზემოთ ნათქვამის დასადასტურებლად მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ: ამ საქმის გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სწორედ იმ პროკურორს დაავალა,  რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში და რომელზეც პირდაპირ მივუნიშნებდით ჩვენს  წარდგენილ საჩივარში. მან, ბუნებრივია, აღნიშნულ საქმეში ვერ აღმოაჩინა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. უფრო მეტიც, ეს პროკურორი 2012 წლის შემდეგ დაწინაურებულია და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილის პოზიციას იკავებს.“ - აცხადებს რაჯი ფილიპია.

დაზარალებული წინა ხელისუფლების ფავორიტი კომპანიის და ახალი ხელისუფლების გარიგებაზეც საუბრობს. მათთვის ჩამორთმეული ქონება, სხვა ობიექტებთან ერთად, „შიტრიტ ჯგუფმა“ პრეზიდენტ სააკაშვილისგან პირდაპირი მიყიდვის წესით საეჭვოდ დაბალ ფასში მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ  კომპანიას აღებული საინვესტიციო ვალდებულებები წლების განმავლობაში არ შეუსრულებია და ობიექტები რომლებიც მათ გადაეცათ დღეს გაპარტახებულია, ახალი ხელისუფლება ვერ ახერხებს კანონიერ მფლობელს დაუბრუნოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები