1 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,აუწყეთ ყველას ვისაც მოლოცვა სურს, დროულად ეწვიონ სამების ტაძარს"

ივერიის ღვთისმშობლის საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი"-სიხარულის მომნიჭებელი სამების საკათედრო ტაძარში 26 ივლისამდე დარჩება და გვიან შემოდგომამდე სავარაუდოდ აღარ გამობრძანდება, ამიტომ აუწყეთ ყველას ვისაც მოლოცვა სურს, დროულად ეწვიონ სამების ტაძარს.
ასევე გაუწყებთ, რომ კიოტში ჩავაბრძანეთ ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის საკვირველმომქმედი ასლი. ღვთისმშობლის სარტყელი დაბრძანებულია ათონის მთაზე, ვატოპედის მონასტერში. სარტყელი საკვირველმომქმედია და განსაკუთრებით შემწეა უშვილოთათვის, ასევე სნეულთათვის და ყოველი ადამიანისათვის ვისაც ღვთისმშობლის შეწევნა სჭირდება.
რამოდენიმე წლის უკან, როდესაც ღვთისმშობლის სარტყელი რუსეთში ჩააბრძანეს, მომლოცველები 18-20 საათიან რიგში იდგნენ მის მოსალოცად.მომლოცველთა თხოვნით შეიქმნა ანგარიში. შეგროვილი შემოწირულობითა ხატი გაემგზავრება იერუსალიმში და ათონის წმინდა მთაზე, რის შემდგომაც დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას.
ანგარიშის ნომერს
საქართველოს ბანკი # GE18BG0000000559017500 
მიმღები ზურაბ შიოშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები