1 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ბინის რემონტისა და სახლის მშენებლობისთვის. ნათესაური ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. წინაპრების მოსაგონად და ოჯახური ტრადიციების აღსადგენად. 

კურო 
დღის მთავარი საკითხია: სად დაისვენოთ და ვისთან ერთად?.. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. გეგმებისა და იდეების გარშემო მყოფებისთვის გაზიარებას, რადგან მეგობარიც კი შეიძლება მომენტალურად იქცეს კონკურენტად. 

ტყუპი
შეყვარებულებმა არსებული კავშირის გაუმჯობესება უნდა სცადონ. მარტოხელებს კი ახალი რომანის დაწყება ელით. კოლეგასთან, ან დიდი ხნის ნაცნობ-მეგობართან. 

კირჩხიბი
დღეს ახლობლებს თქვენი დახმარების გარეშე გაუჭირდებათ. ასე რომ, მარტო საკუთარ თავზე კი არა, მათზეც მოგიწევთ ზრუნვა. საღამო მხიარულებასა და თავგადასავლებს გპირდებათ. 

ლომი
საოჯახო საქმეების გამო ფულის ხარჯვა მოგიწევთ. დროა, ახლობლებისთვის დანაპირები შეასრულოთ. ვალები, გადასახადები გადაიხადოთ. 

ქალწული
დღეს მეტ თავისუფლებას იგრძნობთ, თუმცა, პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით. ახლობლების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და მომთხოვნი. 

სასწორი 
არ გადაიღალოთ, მოერიდეთ აქტიურ ქმედებებს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. კარგი დღეა ყელისა და სასუნთქი გზების სამკურნალოდ. 

მორიელი
საქმეებისა და მოვალეობების მიუხედავად დრო საკუთარი თავისთვისაც უნდა გამონახოთ. დღეს კარგია ცურვა, მზის აბაზანების მიღება. მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. 

მშვილდოსანი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან. საღამო მეგობრებთან ერთად ოჯახურ გარემოში გაატარეთ. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის. 

თხის რქა
მგზავრობა, ახალი ადგილების დათვალიერება, საინტერესო ადამიანების გაცნობა და საუბრები გელით. დღეს თქვენთვის ბევრ ახალს აღმოაჩენთ. 

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან. უმჯობესია, ეს დღე მათთან ერთად გაატაროთ, მზრუნველობითა და სიყვარულით გაანებივროთ. 

თევზები
მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები