1 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თავს დამტყდარი უბედურების შემდეგ, თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა

თბილისის ზოოპარკი გადატანილიი უბედურებების შემდეგ, ახალ, სასიამოვნო ამბავს გვატყობინებს: 

სტიქიის, თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა. გუშინ, 30 ივნისს ჩვენთან მდედრი კეთილშობილი ირემი დაიბადა. მისი დედა, ჩვენი კეთილშობილი ირმის, ყვიყვის "მეუღლე", აზერბაიჯანელი რძალია, რომელიც შარშან მივიღეთ საჩუქრად ბაქოს ზოოპარკისგან. პატარას პირრა დავარქვით. ეს სახელი მითოლოგიურია და ჩვენთვის გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის მიერ მოვლენილი წარღვნის შემდეგ, გადარჩნენ მხოლოდ მამრი - დევკალიონი და მდედრი - პირრა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ადამიანების ახალ რასას და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენი პირრაც ახალი ზოოპარკის შექმნის საწყისი ნიშანი იქნება...

კეთილშობილი ირმის დაბადება, კონსერვაციული თვალსაზრისით, ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს პატარა ვერც კი წარმოიდგენს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი არსებობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები