1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანდაცვის სამინისტრო ტეტანუსისა და მისი პრევენციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო ტეტანუსისა და მისი პრევენციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით განცხადებას ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტეტანუსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ბაქტერიის -Clostridium tetani-ის მიერ გამომუშავებული ტოქსინი იწვევს. 

"Clostridium tetani გარემოში ყველგან გვხვდება, ნიადაგის, მტვრის და სასუქის/ნაკელის ჩათვლით. ბაქტერია ორგანიზმში ხვდება დაზიანებული კანის საფარიდან, განსაკუთრებით თუ ტრავმა მიღებულია დაბინძურებული საგნით - ჭრილობა, რომელიც დაბინძურებულია ტალახით/მიწით, ფეკალიებით ან ნერწყვით; ჭრილობა გამოწვეული კანის ჩხვლეტით, მაგალითად, ლურსმანით ან ნემსით; დამწვრობა; ავტოსაგზაო შემთხვევა; იშვიათ შემთხვევებში ასევე შესაძლოა სუფთა ზედაპირული ჭრილობა, ქირურგიული პროცედურები, მწერის ნაკბენი, მრავლობითი მოტეხილობები, ქრონიკული ჭრილობები და ინფექციები და ინტრავენური ინექცია", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადების ინკუბაციური პერიოდი 3-დან 21 დღემდე (საშუალოდ 10 დღე) მერყეობს. 

უწყების ინფორმაციით, ტეტანუსის სიმპტომებია - სარდონიული ღიმილი; ტრიზმი (ყბის სპაზმი, კრიჭის შეკვრა); ოპისტოტონუსი - კუნთების უცაბედი, უნებლიე შეკუმშვა/სპაზმი - განსაკუთრებით ზურგის კუნთების მთელი სხეულის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა), ყლაპვის გაძნელება, ცხელება და ოფლიანობა მაღალი არტერიული წნევა და გახშირებული გულისცემა

"დიაგნოზის დასმა ხდება დამახასიათებელი ნიშნების და სიმპტომების მიხედვით. 
ტეტანუსი წარმოადგენს სამედიცინო გადაუდებელ მდგომარეობას და საჭიროებს - ჰოსპიტალიზაციას; მყისიერ მკურნალობას ანტიტეტანური შრატით ან იმუნოგლობულინით (TIG or equine antitoxin), ვაქციანაციას, მედიკამანეტებს კუნთების სპაზმის საკონტროლოდ, ჭრილობის ინტენსიურ დამუშავებასა და ანტიბიოტიკებს", - ნათქვამია განცხადებაში. 
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი პროფილის საავადმყოფოები მომარაგებულია ტეტანუსის სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტებით.
"ტეტანუსის განვითარების რისკის მაქსიმალურად შემცირების მიზნით გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აცრების სრული კურსი და ჭრილობის სწორად დამუშავება ტეტანუსის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა", - ნათქვამია განცხადებაში. 
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია არ არის საჭირო თუ პაციენტს ჩატარებული აქვს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული დიფთერია/ტეტანუსის საწინააღმდეგო ყველა გეგმიური აცრა (2 თვის, 3 თვის, 4 თვის, 18 თვის, 5 წლის და 14 წლის ასაკში) და ბოლო აცრიდან გასულია 10 წელზე ნაკლები. ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრები არ ტარდება, თუ კანის საფარველის მთლიანობა დარღვეული არ არის.
ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები