1 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. კარგი დღეა საკუთარი საქციელის, მოსაზრებების გასაანალიზებლად და გამოსასწორებლად. 

კურო
სხვა დღისთვის გადადეთ შორ მანძილზე მგზავრობა. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. მოერიდეთ ელექტროსადენებს, მჭრელ საგნებს. 

ტყუპი
რაც უფრო ნაკლებად ამბიციური იქნებით და საყვარელ ადამიანს ჭკუის სწავლებას, კონტროლს არ დაუწყებთ, მით გაგიუმჯობესდებათ მასთან დამოკიდებულება. 

კირჩხიბი
პოზიტიური დღე გელით. განსაკუთრებით მათ, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაშია ჩართული. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახილველად. ნუ იზარმაცებთ, თუ მოინდომებთ ყველაფერი გამოგივათ. 

ლომი
საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. 

ქალწული
ზოგიერთი ზედმეტად სენტიმენტალურია. შეიძლება ერთი ნახვითაც კი შეგიყვარდეთ. დღეს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა მთელ ზაფხულს გაგიხალისებთ. 

სასწორი
დღეს შემოქმედებითი და უჩვეულო იდეების განხორციელებას შეძლებთ. ზოგიერთი სწავლის დაწყებას, საზოგადოების წინაში სიტყვით გამოსვლას შეძლებს. მოერიდეთ უთანხმოებას პარტნიორებთან. 

მორიელი 
დღეს ფიზიკურადაც უნდა გააქტიურდეთ და გონებრივი სამუშაოც შეასრულოთ. ეცადეთ, მაქსიმალურად მობილიზებული იყოთ. რაც უფრო კარგად მოიქცევით საზოგადოებაში, მით მეტად დაიმსახურებთ მის პატივისცემას. 

მშვილდოსანი
თანამოაზრეებთან, კოლეგებთან ერთად შეთანხმებულად უნდა იმუშაოთ. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მთავარია, არ იწუწუნოთ და ყველა საქმე სიამოვნებით შეასრულოთ. 

თხის რქა
მეგობრების დახმარებით ახალ ნაცნობებს გაიჩენთ, რომლებიც ბიზნეს და შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში შეგიწყობენ ხელს. სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტებთან. 

მერწყული
გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. უცხოეთიდან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ. მოსალოდნელია მგზავრობა, მივლინება. 

თევზები
დღეს საკუთარი სიმართლის დამტკიცება მოგიწევთ. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან კონფლიქტური სიტუაცია დიპლომატიურად მოაგვაროთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები