1 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. მოერიდეთ ავანტიურულ საქმიანობას, რომელიც სწრაფ გამდიდრებას გპირდებათ. 

კურო
გამოგიჩნდებათ ახალი თანამოაზრეები და ახალი ინტერესებიც, მაგრამ ეცადეთ, ძველ ვალდებულებებზე უარი არ თქვათ. ახლობლებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ. 

ტყუპი
კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. გავლენიანი მეგობრების დახმარებით უსიამოვნებებისგან გათავისუფლდებით

კირჩხიბი
გათავისუფლდით უსაფუძვლო შიშებისა და უსიამოვნო ფიქრებისგან. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გვერდით. უქმეები მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ. 

ლომი
დღე აღსავსეა ახალი ამბებითა და მოულოდნელი სტუმრებით. კარგი დღეა ვალების, გადასახადების გადასახდელად. ეცადეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან; დაიმსახურეთ ახლობლების ნდობა. 

ქალწული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და მეგობრებთან. იყავით მეტად გახსნილი; გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. 

სასწორი
საყვარელი ადამიანი სიურპრიზით გაანებივრეთ; ხშირ-ხშირად უმეორეთ თუ რამდენად ძვირფასია იგი თქვენთვის. მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა ელით. 

მორიელი 
წარმატება თქვენთან მარტივად არ მოვა, შრომა მოგიწევთ სასურველის მისაღწევად. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ ფულის ხარჯვას. ახლობლებს შეუსრულეთ ძველი დანაპირები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. 

თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და განწყობაც. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რათა უქმეებზე დასვენება შეძლოთ. 

მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შეადგინეთ ჯანსაღის დღის რეჟიმი. იკვებეთ სწორად და სასურველია, გაამდიდროთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. 

თევზები
მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად. კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები