1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,, ცხელ ჩაიში თაფლის დამატება საზიანოა,უშაქრო ჩაის მიღება კი ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს“

რასთან ერთად გიყვართ ჩაი – შაქართან თუ თაფლთან? არადა, ძალიან სასარგებლო პროდუქტმაც კი შეიძლება, არა მხოლოდ ფასეული თვისებები დაკარგოს, არამედ საშიშ კარცენოგენად იქცეს, თუ მას არასწორად გამოვიყენებთ.

ჩაი შაქრით 
მეცნიერები არაერთგვაროვნად აფასებენ ამ ნაზავს. არსებობს სტატისტიკა: იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, სადაც ჩაის ძირითადად უშაქროდ სვამენ, იშვიათად უვითარდებათ ონკოლოგიური დაავადებები. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს ძირითადად შავ ჩაის ეხება. მწვანე ჩაის დადებით თვისებებზე კი შაქარი არ ახდენს გავლენას – პირიქითაც კი, აძლიერებს სამკურნალო თვისებებს, რადგან უკეთ აითვისება ამ სასმელში არსებული კატეხინები. საერთოდ, დიეტოლოგები ამბობენ, რომ ჯობს, ჩაი ტკბილეულობის გარეშე მიირთვათ. 

ჩაი რძით 
ცნობილია, რომ ჩაიში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - კატეხინი, რომელიც ბუნებრივი და ძლიერი ანტიოქსიდანტია. სწორედ ის ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევენ. კატეხინი ჩაიში მეტია, ვიდრე ხილ-ბოსტნეულის უმრავლესობაში. გარდა ამისა, კატეხინები ანელებს დიაბეტის და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. მაგრამ როდესაც ჩაიში რძეს ვამატებთ, ამ უნიკალური სამკურნალო ეფექტის დიდი ნაწილი საერთოდ იკარგება. იმიტომ, რომ რძე უარყოფით გავლენას ახდენს ჩაის ანტიოქსიდანტურ პოტენციალზე.შესაბამისად, რძიანი ჩაი ნაკლებად სასარგებლოა.
ჩაი თაფლით 
თაფლი შაქარზე უფრო სასარგებლოა, მაგრამ ვისაც ცხელი ჩაი უყვარს თაფლით, ის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. 40 გრადუსზე მეტი ტემპერატურისას თაფლში მთლიანად ირღვევა მისი ფასეული თვისებები, ხოლო უფრო მაღალ ტემპერატურაზე, თაფლი კანცეროგენად გადაიქცევა - მასში არსებული ფრუქტოზა მჟავდება, ამ დამჟავების პროდუქტი კი კუჭში მავნე ნივთიერებებს განავითარებს. ცხელ ჩაიში თაფლის დამატება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული!

ლიმონიანი ჩაი 
ისევე, როგორც თაფლის შემთხვევაში, ლიმონი ცხელ ჩაიში არ უნდა დაამატოთ. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ლიმონში მთლიანად ირღვევა С ვიტამინი და ბევრი სხვა ფასეული კომპონენტები. თუ გსურთ, ლიმონს სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდეს, ჩაიში მაშინვე ნუ ჩააგდებთ. ცოტა მოიცადეთ, რომ სითხე ოდნავ შეგრილდეს.
mshoblebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები