0 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

„საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს. აღნიშნული მოთხოვნა შეიარაღებულმა პირმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაასახელა.

ამასთან, ვიდეოჩანაწერში მძარცველი ასაფეთქებელ მოწყობილობაზეც მიუთითებს, რომელიც, სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე არის მიმაგრებული.

ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები