1 4 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ასე უტიფრად მიმართა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს”

ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"სად არის ჩემი ოქრო?! – ასე უტიფრად მიმართა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს. მას 2003 წლამდე და შემდგომ არაერთხელ დაუდანაშაულებია აწ გარდაცვლილი ირაკლი ანდრიაძე (სამების ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი) და მთლიანად საპატრიარქო სამების ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება-გაფლანგვაში. თქვენო უწმინდესიბავ, თქვენ ხომ იცით ეს ყველაფერი. ბუნებრივია თქვენი უფლებაა მადლობა გადაუხადოთ ყველა ქტიტორს, მაგრამ როცა ეს ადამიანი უმაღლესი ხელისუფალია, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა, ხალხს არჩევანი წაართვა, დაპირდა, მერე მოატყუა და საპასუხოდ დაუსრულებლად არბევს, ქება დიდება ძალზედ დამამცირებლად სჩანს დედა ეკლესიისთვის. ასეთ ვითარებაში თუ ხმას არ ვიმაღლებთ, ოქროდ დაფასებული დუმილი სჯობს"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები