2 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ავტომობილების სწრაფი წასვლის ხმა გავიგონეთ და ყვირილი, რომ ვიღაც დაჭრილია და სასწრაფოში დაგვერეკა“

ორშაბათს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, გორში, წყაროსუბანში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილობრივებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და 25-წლამდე ასაკის მამაკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ ჩხუბის და ხმაურის ხმა გვიან ღამით გაიგონეს და დაინახეს, რომ რამდენიმე პირი ჩხუბობდა. ისინი ვარაუდობენ, რომ ადგილი კრიმინალურ გარჩევას ჰქონდა და ერთ-ერთი დაჭრილიც კრიმინალური მენტალობის მქონე პირია.

პოლიცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს პიროვნების ვინაობას და სადაურობას. თვითმხილველები ყვებიან, რომ საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით ბარნოვისა და გურამიშვილის ქუჩების დასაწყისში ჩატარდა და პოლიცია, სავარაუდოდ ჩხუბში მონაწილე პირებს ეძებდა, რომლებმაც პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოასწრეს.

თვითმხილველების თქმით, გვიან ღამით ე.წ. „ბრანდერბურგის ჭიშკართან” ჯიპები იყო გაჩერებული. ისინი ვარაუდობენ, რომ ჩხუბში მონაწილე პირები ამ ავტომობილებით იყვენენ საქმის გასარჩევად მისულები და ტერიტორიაც მანაქანებით დატოვეს.

უკავშირდება თუ არა მომხდარს ჯიპებით უცნობი პირების თავმოყრა ჭიშკართან, ამის თაობაზე პოლიცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს არ აკეთებს.

„უბრალო ხალხი არ ჩანდნენ. როგორც ამბობენ, ჯიპებით იყვნენ მოსული და ადგილი ჰქონდა კრიმინალურ გარჩევას. ჯერ ერმანეთს შეურაცხყოფას სიტყვიერად აყენებდნენ , შემდეგ ყვირილი და ერთმანეთის ცემა დაიწყეს. ავტომობილების სწრაფი წასვლის ხმა გავიგონეთ და ყვირილი, რომ ვიღაც დაჭრილია და სასწრაფოში დაგვერეკა.

„ასე, ღამის 3 საათი იქნებოდა. 25 წლამდე ბიჭი იყო დაჭრილი. აქაური არ არის, ვერავინ იცნო.ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული. კრიმინალური გარჩევა იყო.

„მთელი ღამე პოლიცია ძებნას აწარმოებდა და გადაჩხრიკეს აქაურობა. ადგილორბივებმა შეამჩნიეს, რომ ჩხუბის დაწყებამდე „ბრანდერბურგის ჭიშკართან” რამდენიმე ჯიპი იყო გაჩერებული, ჩვეულებრივ „ქურდული გარჩევას” ჰქონდა ადგილი”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

დაჭრილი მამაკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანს” განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-6 წლამდე ტავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის, თუმცა, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

რეზონანსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები