1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის გამარჯვების გულშემატკივრები მომიკითხეთ, გულის წვეთები მოიმარაგონ - მიხეილ სააკაშვილი უკრაინელების წინსვლაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ „ევროკავშირის გეგმა გააუქმოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი – ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობას დაახლოებით ათჯერ შეამცირებს“. მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ რუსი ტურისტები საქართველოში ჩამოვლენ.

ხერსონის ოლქში, უკრაინელი სამხედროების წინსვლას მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება და „რუსეთის გამარჯვების გულშემატკივრებს ურჩევს გულის წვეთები მოიმარაგონ“.

„ზელენსკის გეგმამ იმუშავა – ევროკავშირი აპირებს გააუქმოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობას დაახლოებით ათჯერ შეამცირებს. ესტონეთმა, ლატვიამ, ფინეთმა, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ჩეხეთმა უკვე პრაქტიკულად გააუქმეს ვიზების გაცემა. ეს ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი, ვისაც ევროპა უარს ეტყვის, ტურისტის საფარქვეშ მიგრანტად ჩამოვა საქართველოში.

ხერსონის აღების შემდეგ უკრაინის სამხრეთის დანარჩენი ოკუპირებული ნაწილი და ყირიმი ძალიან ადვილ სამიზნედ გადაიქცევა და ძალიან მკვეთრად გაიზრდება უკრაინელების ისედაც ძალიან მაღალი მორალი და მოტივაცია. ამას ემატება ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთი მეორის მიყოლებით ხოცავენ მტრის მხარეს გადასულ თანამდებობის პირებს. მათ შორის, გუშინ მოკლეს უკრაინის პარლამენტის მტრის მხარეს ღიად გადასული ერთადერთი დეპუტატი კოვალიოვი. ასევე, პოლიციის უფროსი და რაიონის ხელმძღვანელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები