2 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დატოვეთ ხერსონი! მძიმე ზამთარი მოდის!“–უკრაინის ხელისუფლება ხერსონის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

უკრაინის მთავრობის ვიცე პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ოკუპირებული ხერსონის მაცხოვრებლებს მოუწოდა ქალაქი დატოვონ, რადგან სხვაგვარად უკრაინის ხელისუფლება ვერ შეძლებს მათ ცივი ზამთრის პერიოდში დაეხმაროს.

ვერეშჩუკმა, რომელიც ამავე დროს რეინტეგრაციის მინისტრია, ამის შესახებ ზაპოროჟიეში, ხერსონის ოლქიდან ლტოლვილთა დახმარების ცენტრის გახსნისას განაცხადა.

“დაიწყეთ ევაკუაცია! წადით! მძიმე ზამთარი მოდის. ჩვენ უნდა დაგეხმაროთ და გადაგარჩინოთ სიცივისგან და მტრისგან“–თქვა ვერეშჩუკმა.

მისი მონაცემებით, ხერსონის ოლქი უკვე დატოვა მოსახლეობის დაახლოებით 50%–მა.

ამასთან, ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის უფროსმა, იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა, რომ მოსახლეობის ევაკუაცია რეგიონის დეოკუპაციისთვის არის საჭირო.

“ადამიანები დეოკუპაციას ელოდებიან. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ, წავიდნენ აქედან. ვერ იქნება საბრძოლო მოქმედებები იქ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა. ვერ იქნება საბრძოლო მოქმედებები ისე, რომ მათ საფრთხე არ შეექმნათ.“–თქვა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები