2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე… უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და შეეგუოს დამარცხებას” – გვარამია

“ივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე… უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და შეეგუოს დამარცხებას” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 212-ე საკნიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.

”როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე. იგი დასავლეთთან ვაჭრობს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობით და ქვეყნის დასავლური მომავლით.

ივანიშვილის Modus operandi არის სრულიად რუსული. ვაჭრობისას იგი ყოველთვის ბლეფობს და ამორალურად იქცევა. მასთან მოლაპარაკების თუ მოგვარების ნებისმიერ მცდელობას ის სისუსტედ და უკანდახევად მიიჩნევს და იქცევა კიდევ უფრო აღვირახსნილად.

ივანიშვილის რუსული ტიპის ვაჭრობისა და შანტაჟის წინააღმდეგ ჭრის მხოლოდ ხისტი და სწორხაზოვანი პასუხი. რაც უფრო აგრესიულია მისი შეტევა, მით უფრო მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს პასუხი. ის უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და უნდა შეეგუოს დამარცხებას. მან უნდა იცოდეს, რომ არავინ წაყვება ვაჭრობაში და არავინ არაფერს დაუთმობს. მან უნდა იგრძნოს, რომ რაც მეტად შეეცდება ზიანის მიყენებას დასავლეთისა და საქართველოსთვის, მით უფრო დაზიანდება თავად.

P.S. რაც შეეხება სანქციებზე მიერთებას და განსაკუთრებით სანქციებისაგან თავის ასარიდებლად საქართველოს შავ ხვრელად ქცევისაგან თავის შეკავებას – ამ მოთხოვნების დაყენება და მათი შესრულება კი არ არის ომში ჩართვა, არამედ პირიქით – ამ მოთხოვნაზე უარის თქმა არის ომში ჩართვა, ომში ჩართვა რუსეთის მხარეს” –  აცხადებს ნიკა გვარამია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები